x
image
ელენე გუმა
Mediator image
ხათუნა ხოფერია ნიკა გვარამიაზე -"დაიჭირეთ რაა... !!! უნდა ქათამს საქათმეში და..."

image
ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "რუსთავი 2"ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება.


როგორც ხოფერია წერს, ჰუმანური მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება, აფსოლუტურად ნორმალურია.


"გვარამიას მარაზმი. სხვაგვარად ვერ უწოდებ იმას, რაც ამ მასხარას გამოისობით ხდება.
ვადანაშაულებთ პროკურატურას, სასამართლოს, ხელისუფლებას... არა და, უნდა ამ "კეთილ- შობილ"ს ციხეში ჩაჯდომა და თუ გინდათ, შეე...კითხეთ...
ჰუმანური მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება, აფსოლუტურად ნორმალურია. თუ სასამართლოს აქვს ბრალის შემსუბუქების საშუალება, ის უნდა გამოიყენოს და ნამდვილად, არ ინდა იღებდეს გადაწყვეტილებას, ვთქვათ, ჩემი გულის მოფხანვისტვის. აი, რამდენად მართებულია, როდესაც დამნაშავე უარს ამბობს ბრალის მსუბუქ ფორმაზე, იმუქრება, არც გირაოს გადავიხდი და არც აღკვეთის ნორმებს დავემორჩილებიო და ამ დროს 1 თვეს აძლევ მოსაფიქრებლად, ეს ნამდვილად არ ვიცი... მას რომ მოსაფიქრებელი ჰქონდეს, იშოვის თუ ვერ იშოვის გირაოს თანხას, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ არა, აი, ასე მინდაო და ასე მოვიქცევიო... ამ შემთხვევაში, ბრალი უნდა დამძიმდეს და იქვე, დარბაზში უნდა დააპატომრონ...


უფ, არა და, როგორ უნდა რომ დააპატიმრონ! ამ სირთაოზს ჰგონია, რომ გმირი გახდება... მის გამო ქუჩებში გამოსული მარდამჭერების ტევა არ იქნება... სისხლიან ნაცმოსაც გააცოცხლებს და მოგვევლინება ლიდერად.
გვარამიას მარაზმატიკული აზროვნრბის იაფი და იორღა გზა ლიდერობისკენ!
ერთი თვე ბევრია... ერთ თვეში თემა დაკარგავს აქტუალობას. ერთი თვის შემდეგ, გინდ გარეთ იყოს და გინდ შიგნით.. აი, ვირის ამბავივით იქნება, გინდ ღობის აქეთ დააბი, გინდ, ღობის იქითო... ვირი მაინც ვირიაო.
ამიტომ, გზა ერთი აქვს- ციხე!
ალბათ, საზღვარგარეთ წასვლასაც ეცდება სამართალდამველების ნებართვის გარეშე... ანუ, იძულებულს გახდის, დაიჭირონ!
ჰო და, დაიჭირეთ რაა... !!!
უნდა ქათამს საქათმეში და თუ გინდათ, შეე... კითხეთ...."



ცნობისთვის, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას, აღკვეთის ღონისძიებად გირაო, 40 000 ლარი შეუფარდა.

ნიკა გვარამია გირაოს გადახდას არ აპირებს.

გვარამიამ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაძლოა, პროკურატურამ დააყენოს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში.

პროკურატურამ ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა - ის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს, 80 000 ლარს ითხოვდა.

2
844
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
Mediator image
844
  
12 აგვისტო, 12:35
საიდან ამ პატარა კაცს ამდენი უტიფრობა, უზრდელობა, ბოღმა...
11 აგვისტო, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2