x
მეტი
  • 19.08.2019
  • სტატია:93655
  • ვიდეო:342155
  • სურათი:455882
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: მეთევზემ 88 კილოგრამიანი გიგანტური ალბინოსი ლოქო დაიჭირა

image


აი, ნამდვილი ტროფეიც!


ბრიტანელმა მეთევზემ გიგანტური - 2, 5 მეტრის ალბინოსი - ლოქო დაიჭირა, რომელიც რაც არ უნდა გაგიკვირდეთ 88 კილოს იწონის. როგორც "The Epoch Times" - ი აცხადებს, მას შემდეგ, რაც თევზის წონა დადასტურდა, ის უსაფრთხოდ და უვნებლად კვლავ წყალში გაუშვეს.



image


40 წლის კრის გრიმერმა ესპანეთში, თევზაობის დროს, ნანატრი, გიგანტური ალბინოსი - ლოქოს დაჭერით, ადგილობრივი რეკორდი მოხსნა.


image


როგორც ცნობილია, ეს ყველაზე დიდი ალბინოსი - ლოქოა რომელიც ბარსელონასთან ახლოს, მდინარე ებროში იქნა დაჭერილი, ის 1 კგ-ით უფრო მძიმე აღმოჩნდა, ერთი წლით ადრე, უსინათლო ქალის, შელი პენფოლდის მიერ დამყარებული რეკორდისას, დაჭერილი თევზის წონასთან შედარებით.


image


ეს, სწორედ მაშინ მოხდა, როცა კრისი თავის მეგობრებთან ერთად, ერთი კვირით, მდინარე ებროზე სათევზაოთ იყო წასული. "როცა ლოქო წამოეგო, მაშინვე მივხვდი, რომ ის ძალიან დიდი უნდა ყოფილიყო. მისი სიძლიერე იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ანკესმა დეფორმაცია ორჯერ განიცადა. დაუსრულებლად ვექაჩებოდი, თითქოს ჩემს უკან ავტობუსს მივათრევდი".


image


გიგანტური თევზის აწონვის შემდეგ ალბინოსი - ლოქო კვლავ უკან, მდინარეში გაუშვეს. "ძალინ დავიღალე, სიარულის თავიც კი აღარ მქონდა, თუმცა ეს, ამისთვის ნამდვილად ღირდა", - განაცხადა ბრიტანელმა რეკორდსმენმა კრის გრიმერმა.






0
322
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
322