x
ინტიმური ფოტოების გაცვლა გასართობ თამაშში გადაიზარდა
image


Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მონიკა ესკალანტემ (Monica Escalante) იპოვა ხერხი, როგორ გადაექცია შიშველი სურათების სექსუალურ პარტნიორებთან გაგზავნის ჩვევა გასართობ თამაშად, ნათქვამია BuzzFeed News-ის სტატიაში.


მან თავის შეყვარებულს შესთავაზა გაეგზავნა პაზლი სურათი, რომ იმწამსვე ნახვის ნაცვლად, მხოლოდ მისი აწყობის შემდეგ ენახა ნანატრი სურათი. 18 წლის იდეის ავტორი აღნინავს, რომ მისი პარტნიორი აღფრთოვანებული იყო ამ გასართობით.


ესკალანტეს განცხადებით, იგი ასეთი ფოტოების გასაკეთებლად აპლიკაცია Wit Puzzles-ს თითქმის უკვე წელია იყენებს. " ვიფიქრე, რომ თუ ჩემს ბოიფრენდს ჩემი უკანალის დანახვა უნდა, სანამ ნახავს, მანამდე რამე ხრიკს მოვუწყობ"- განმარტა მონიკამ.



Twitter-ში ამ ახალმა წამოწყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი მომხმარებელი კომენტარებში წერდა, რომ მათი პარტნიორები თავიდან ვერ მიხვდნენ, რაში იყო პაზლის არსი. ერთი მომხმარებელი წერდა, რომ თავი მოხუცად იგრძნო, როცა პაზლის აწყობა შესთავაზეს, თუნდაც ეროტიულის.


მნახველთა უმეტესობამ ეს წამოწყება ახალ სექსუალურ გასართობად შეაფასეს. " მე პირად შეტყობინებებს ვიღებ, როგორც გოგონებისგან ასევე ბიჭებისგან, თავიანთი სურათების. მიხარია, რომ მათ მოსწონთ დროის ასე გატარება"- განაცხადა ესკალანტემ.






ასევე ნახეთ

ამსტერდამში 18+ მოკლემეტრაჟიანი ფილმების 5D- კინოთეატრი გაიხსნა


ასი წლის ინგლისელი ქალის სიცოცხლის უცნაური საიდუმლო


რა ღირს ჩვენი "უსაფრთხო" მგზავრობა?


ქორწინება არასდროსაა გვიან. 96 წლის მამაკაცი 93 წლის შეყვარებულზე დაქორწინდა


სიშიშვლემ კაცი სიკვდილს გადაარჩინა





0
913
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
913
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0