x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სოციალურ ქსელში კრიტიკით შეხვდნენ რუსული სპეციალური დანიშნულების დანაყოფებისათვის და საჰაერო-სადესანტო ჯარებისათვის "ნივა"-ს პიკაპის გადაცემის გამო

image სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის რუსული ყველგანმავალი მანქანა "ნივას" ბაზაზე შექმნილი პიკაპის გადაცემამ.
მანქანის სპეციალურ სადგარზე მაგრდება, როგორც მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი ასევე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი.
აჟიოტაჟი კი გამოიწვია საკითხმა, თუ როგორი ეფექტური იქნება სპეციალური დანიშნულების ძალებისათვის აღნიშნული პიკაპი, რომელიც არაა ჯავშანმანქანა.
მით უფრო როცა პიკაპს მოუწევს უგზოობაში გადაადგილება, მის ძარაზე დადგმული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან მიზანში სროლა პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან აღნიშნული მანქანა ასფალტირებულ გზაზეც არ გამოირჩევა დიდი სტაბილურობით მოძრაობისას და წარმოუდგენელია მისი უგზოობის პირობებში მოძრაობისას ტყვიამფრქვევიდან სროლა ეფექტური იყოს.
თავად მანქანის კონსტრუქტორები და სამხედრო ექსპერტები (რუსები) ამტკიცებენ, რომ მიზანში ზუსტი სროლა სულაც არაა აუცილებელი, რადგან მოწინააღმდეგის პოზიციასთან მოულოდნელად გამოჩენილი პიკაპიდან ტყვიამფრქვევის ინტენსიური ცეცხლი მოწინააღმდეგეს თავის აწევის საშუალებას არ მისცემს.
მათი თქმით პიკაპის უპირატესობაა მობილურობა და მანევრირების სწრაფი უნარი.
პიკაპეპით სპეცრაზმს შეუძლია სწრაფი იერიში მიიტანოს მსუბუქად დაჯავშნული ტრანსპორტის კოლონაზე და სწრაფადვე გაეცალოს ბრძოლის ველს.
მით უფრო თუ საუბარია ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით აღჭურვილ პიკაპებზე, მათ შეუძლიათ სწრაფად გავიდნენ ტანკის წვდომის არეალში და ჩაჭერის მერე რაკეტა გაუშვან ტანკის მიმართულებით, თავად კი სწრაფად შეიცვალონ პოზიცია და უკვე სხვა ტანკი ამოიღონ მიზანში.
პ.ს
დაუჯავშნავი მანქანით ამგვარი ამოცანის დასახვა სპეცრაზმისათვის ჩემი აზრით მათი გაწირვაა პრაქტიკულად.



0
558
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
558