x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
21 წლის ამერიკელმა გოგომ მიატოვა ყველაფერი და სამი წელია "ბორბლებზე" ცხოვრობს
image

ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ჰქონდა ლექსი ნოელს მყარად გადაწყვეტილი, რომ არ გააგრძელებდა სწავლას უნივერსიტეტში. როდესაც 18 წლის გახდა, იყიდა ძველი ავტობუსი და დაიწყო მისი სახლად გადაკეთება.


ის დღეს 21 წლისაა და აგერ უკვე სამი წელია მოგზაურობს აშშ-ს გარშემო.სწავლაზე უარის თქმას და მის არჩევანს გოგონა ასეთ მოკლე კომენტარით პასუხობს:"არასდროს მიყვარდა წიგნებთან ჯდომა".

image



ლექსი ნოელისთვის, რომელიც ნიუ-იორკიდან არის, ყველაფერი ბავშვობიდან დიწყო, როდესაც ის ძველი ავტობუსით დედასთან ერთად მოგზაურობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და კარიბის აუზის ქვეყნებში, ბუნების სილამაზით მოხიბლული გოგონა როგორც კი დაბრუნდა სახლში, ინტერნეტში დაიწყო იმ მოგზაურთა შთაბეჭდილებების ძებნა, რომლებიც მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ.


image

როდესაც გოგონა 18 წლის გახდა, იყიდა მინი-ავტობუსი მოგზაურობისთვის, რომელსაც დაარქვა სახელი-ლოლა.

image

მანამდე, ავტობუსის საყიდელი ფული რომ შეეგროვებინა, გოგონამ ოფიციანტად მუშაობა დაიწყო, რა დროსაც ყოველი ცენტის ეკონომიას აკეთებდა, რომ სანუკვარი მიზნისთვის მიეღწია.

image



"უკვე სკოლაში სწავლის დროს ვიცოდი, რომ უნივერსიტეტში არ ჩავაბარებდი, წიგნები საჩემო არ არის, მოსაწყენია იჯდე კლასში ისწავლო რაღაც, რომელიც არ მაინტერესებს."

image

"მინდა, რომ ცხოვრებით დავტკბე და მოგზაურობა იყო ზუსტად ის, რაც მჭირდებოდა, რაც შეეხება უნივერსიტეტს, შეიძლება ოდესმე გავაგრძელო სწავლა."

image

ლექსის ავტობუსში არის საძინებელი, მისაღები ზონა, სამზარეულო, ტუალეტი -საშხაპეთი, ავტობუსი ენერგიის ნაწილს მზის ბატარეებიდან იღებს.


"როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, დედაჩემმა ტაბიმ სამოგზაუროდ წამიყვანა ძველი 1965 წლის გამოშვება ავტობუსით, რომელიც ასევე სახლად იყო გადაკეთებული, მოვიარეთ აშშ და კარიბი, დედამ ავტობუსი თავის ხელით გადააკეთა, ასე რომ როდესაც ეს საქმე წამოვიწყე დედის რჩევებმა და გამოცდილებამ ფასდაუდებელი სამსახური გამიწია."

image

დედამ სრული მზარდაჭერა გამოუცხადა ქალიშვილის გადაწყვეტილებას


ლექსიმ ავტობუსის გადაკეთებას ორთვენახევარი მოანდომა.

"როდესაც ავტობუსს ვაკეთებდი საცხოვრებლად აბსოლუტურად არ ვიცოდი როგორ გაყოფილიყო სივრცე. სად ჩამომეკიდა ყუთები და მზის პანელები, როგორ დამეგო იატაკი, დედაჩემი ამ ყველაფერში დამეხმარა."

image

"სამზარეულოში დავამონტაჟე ყველა საჭირო აღჭურვილობა - გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, ყავის მადუღარა, ელექტროტაფა და მინი მაცივარი. - -საკმარისია სამეფო სადილის მომზადებისთვის”

image

ლექსი მოგზაურობს ამერიკის გარშემო და მუდმივად აქვეყნებს საკუთარ შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელში.


image


1
321
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
321
  
2019, 11 აგვისტო, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1