x
მეტი
  • 23.08.2019
  • სტატია:93822
  • ვიდეო:342232
  • სურათი:456076
ბრმა "იუთუბერი" მოლი ბურკი,რომელიც ყველას აოცებს! - "ჩემი თვალები ცეკვავენ"

imageსახელი: მოლი

გვარი: ბურკი

დაბადების თარიღი: 1994 წლის 8 თებერვალი

დაბადების ადგილი: კანადა


მოლი ბურკი გახლავთ იუთუბერი, აქტივისტი და სამოტივაციო სპიკერი.სამწუხაროდ მოლი დაიბადა თანდაყოლილი თვალის პრობლემით.4 წლის ასაკში კი მას დაუსვეს "რეტინიტის პიგმენტოზის" დიაგნოზი, რაც მომავალში მისი მხედველობის სრულ გაქრობას მოასწავლებდა.


წლების განმავლობაში მოლის მხედველობა უარესდებოდა, რაც მას მეტად და მეტად ითრევდა დეპრესიისკენ.ამას ემატებოდა თნატოლების მხრიდან მისი დაცინვა.მოლიმ რამდენჯერემე თვითმკვლელობაც კი სცადა.14 წლის ასაკში კი მოლი სრულიად დაბრმავდა.თუმცა ღვთის წყალობით, გოგონამ იპოვნა ძალა და რაც მთავრია საქმე, რასაც დიდი სიყვარულით გააკეთებდა.


2015 წელს მოლიმ შექმნა "იუთუბ" არხი, სადაც დღემდე აქტიურად ანთავსებს სხვადასხვა სახის ვიდეოებს.როგორებიცაა: ვლოგი, მაკიაჟი, კითხვა-პასუხი, "რა სახის კითხვები არ უნდა დაუსვათ ადამიანს, რომელიც ვერ ხედავს" და სხვა უამრავი რამ.ის ასევე თანამშრომლობს უამრავ ცნობილ იუთუბერთან, როგორებიც არიან: ჯეიმს ჩარლსი, შეინ დაუსონი, გაბი ჰანა და ა.შ.


ერთ-ერთ ვიდეოში მოლი ამბობს:

"როდესაც იუთუბ არხი გავაკეთე, უამრავ ადამიანს არ ეჯერა, რომ მართლაც ბრმა ვარ.რატომღაც სიბრმავე ყველას სხვანაირი წარმოუდგენია.4 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მეზობლის გოგონამ თმა დამიწნა, შემდეგ კი სარკეში ჩამახედა.მის ოთახში არც თუ ისე კარგი განათება იყო.მე ვერაფერი დავინახე.გაგიჟდა, როგორ თუ ვერ ხედავო, შემდეგ კიდევ ბევრი კუთხიდან სცადა, მაგრამ უშედეგოდ.ბოლოს კი სააბაზანოში გამიყვანა, სადაც ბევრად კარგი განათება იყო, სარკეში ჩამახედა და მკითა:ახლა ხედავ? მე ვუპასუხე: ღმერთო ჩემო, ძალიან ლამაზია. სინამდვილეში მე ვერაფერი დავინახე..8 წლის რომ ვიყავი ბალეტზე დავდიოდი ჩემს მეგობართან ერთად.ერთ დღესაც, როდესაც დედამ მე და ის ბალეტიდან გამოგვიყვანა, მანქანაში ვისხედით, მე უკანა სკამზე, ის კი წინ, ჩემსკენ გამოიხედა და უცნაურად მიყურებდა, უეცრად მკითხა:რატომ კანკალებს შენი თვალები?.გავოცდი, არასდროს დავკვირვებივარ ამას, მე ხომ მხოლოდ 8 წლის ვიყავი.და დააყოლა: უი, ალბათ ისინიც ცეკვავენ, როგორც ჩვენ, მოცეკვავე თვალები!..მას შემდეგ ჩემს თვალებს ასე ვუწოდებ".


მოლის თანდაყოლილი დაავადება იწვევს მისი თვალების მუდმივ, გაუჩერებელ მოძრაობას.ამას მის ყველა ვიდეოში მარტივად შემაჩნევთ.imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
49
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია კვერნაძე26
ხატია კვერნაძე26
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0