x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტატია მათთვის ვინც ფიქრობს, რომ 2008 წელს ომი ჩვენ დავიწყეთ და არა რუსებმა

image არაერთი პოლიტიკოსისგან თუ უბრალო მოქალაქისგან მსმენია, რომ 2008 წელს ომი ჩვენ დავიწყეთ და არა რუსეთმა, რაც სრული უაზრობაა, მეტიც ამას იტყვის მხოლოდ ან რუსეთის "ფანი" ან პირი, რომელიც უბრალოდ სხვის ნათქვამს იმეორებს.
სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე რუსეთმა სამშვიდობო მისიის წესდების სრული იგნორირებით აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჯერ საინჟინრო ჯარები შემოიყვანა რკინიგზის აღდგენის აუცილებლობის მომიზეზებით, მოგვიანებით კი ქართულ მხარესთან და გაეროს დამკვირვებლებთან შეუთანხმებლად საჰაერო-სადესანტო დანაყოფები შემოიყვანა ქვეითთა საბრძოლო მანქანებითურთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტის და გაეროს სამხედრო დამკვირვებლების პროტესტის მიუხედავად რუსეთმა აფხაზეთში უკანონოდ მყოფი საჯარისო ნაწილები არ გაიყვანა, მეტიც სამაჩაბლოში სამშვიდობო მისიის მოქმედების ზონის გარეთ მყოფ ჯავაში პლაცდარმის მოწყობას შეუდგა.
ჯავა მალე იქცა მილიტარიზებულ ზონად, რასაც ქართული დაზვერვის მიერ მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალებიც ადასტურებდა.
2008 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან, როგორც კი გაიხსნა გზა როკის გვირაბის გავლით ჯავაში გადაისროლეს მძიმე ტექნიკა და არტილერია, რასაც მალე კაზაკების და ჩრდილოეთკავკიასიაში დისლოცირებული რუსული 58-ე არმიის რამდენიმე დანაყოფის შემოსვლაც დაემატა.
ჯავაში რუსები აქტიურად შეუდგნენ ინფრასტრუქტურის მომზადებას, უპირველესად მომზადდა ვერტმფრენების დასაჯდომი მოედანი, გაკეთდა საბრძოლო მასალის საწყობები.
მაისის ბოლოს ბესლანის სამხედრო აეროდრომიდან უკვე პირველი გაფრენაც მოხდა ჯავისაკენ, სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენმა რუსი ინსტრუქტორები და დამატებით საბრძოლო მასალა ჩაიტანა.
აფხაზეთის მიმართულებაზე რუსული დანაყოფების გააქტიურების შემდეგ ქართული მხარე იძულებული გახდა უპილოთო თვითმფრინავები გამოეყენებინა ვითარების დასაზვერად.
ქართული უპილოტო რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო მართვადი რაკეტით, მეორე უპილოტო თვითმფრინავი კი სეპარატისტულ აფხაზეთში განლაგებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.
ჯავაში ვერტმფრენებისათვის მომზადებული დასაფრენ-ასაფრენი მოედანი.
image მას შემდეგ რაც ცხადი გახდა საქართველოსათვის "ნატოში" მისაღებად მორიგი პროგრამა მზადდებოდა, რუსეთმა სწრაფი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რუსეთის სპეცსამსახურების მოთხოვნით ცხინვალიდან სასწრაფოდ დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია ვლადიკავკაზის მიმართულებით ორგანიზებული წესით.
როგორც კი დასრულდა ცხინვალიდან მოსახლეობის ევაკუაცია, სეპარატისტებმა რუსული მხარის მოთხოვნით და რუსი ინსტრუქტორების უშუალო მონაწილეობით, ნაღმსატყორცნებიდან დაიწყო ქართული სოფლების დაბომბვა, დაიბომბა ქართული სამშვიდობო დანაყოფის პოზიციაც, აგვიფეთქეს პოსტზე მდგარი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, დაიღუპა 2 და დაიჭრა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე.
ქართული სამშვიდობო ჯარების სარდალმა, ბრიგადის გენერალმა მამუკა ყურაშვილმა ხელისუფლებას მიმართა თხოვნით-მიეცათ ნება სეპარატისტების საცეცხლე წერტილები ჩაეხშო.
სამწუხაროდ პასუხი უარყოფითი იყო, სეპარატისტებმა ცეცხლის ინტენსიურობა გაზარდეს.
გენერალმა ყურაშვილმა ხელისუფლებას და უშუალოდ პრეზიდენტს მიმართა თხოვნით ლიახვის ხეობის ქართული სოფლებიდან, ბავშვები, ქალები და მოხუცები გაეყვანათ და მოწინააღმდეგისათვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ.
პასუხი ისევ უარყოფითი იყო. ამასობაში როკის გვირაბთან უკვე კონცენტრირება დაიწყო 58-ე არმიის ჯავშანსატანკო და თვითმავალი საარტილერიო კოლონამ.
ქართული მხარის მიერ გახსნილ იქნა საპრევენციო ცეცხლი სეპარატისტების მიმართულებით, თუმცა მალევე გაიცა პრეზიდენტის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება.
ქართულმა მხარემ მოითხოვა სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის გამო შეხვედრა რუსულ მხარესთან, შხვედრა არ შედგა აბსურდული მიზეზით-რუსულმა მხარემ მოიმიზეზა მანქანის საბურავის დაშვება.
ქართული მხარის მიერ ცალმხრივად შეწყვეტილმა ცეცხლმა სეპარატისტებს და რუსული არმიის დანაყოფებს საშუალება მისცა მოეხდინათ ცხინვალის მიმართულებით მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრირება.
7-ში საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანება გასცა გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი და ქართულ დანაყოფებს მიეცა ბრძანება წამოეწყოთ შეტევა, თუმცა ძვირფასი დრო უკვე დაკარგული იყო, რუსულმა დანაყოფებმა უკვე დაიკავეს სტრატეგიული სიმაღლეები. გენერალური შტაბისათვის სახმელეთო ჯარების სარდლის ბალახაძის მიერ წარმოდგენილი გეგმა უარყოფილ იქნა არა გენშტაბის მიერ, არამედ გავლენიანი პოლიტიკოსების მიერ. გეგმა, რომელიც ცხინვალის ბლოკირებას ისახავდა მიზნად (რაც თავის მხრივ რუსულ სამშვიდობო ნაწილებთან შეტაკების ალბათობას შეამცირებდა) და ძირითადი შეტევის მიმართულება ხდებოდა გუფთა-ჯავა-როკი უარყოფილ იქნა.
ბესლანის სამხედრო აეროდრომიდან სწრაფად დაიწყო დესანტის გადასროლა ჯავის მიმართულებით სამხედრო ვერტმფრენებით.
imageimage ბესლანიდან მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავებით დაიწყეს მედესანტეების საბრძოლო ტექნიკის გადასროლა.
image ქართულმა არტილერიამ მომხდურს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია, ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რაკეტებმა რამდენიმე რუსული საფრენი აპარატი, მათ შორის სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენიც ჩამოაგდო.
ჩამოგდებული საფრენი აპარატების პილოტების ძებნა რუსებმა ბინბუნდში დაიწყეს.
image imageimage ჯავა, საიდანაც მიფრინავდა ქართული დანაყოფების და ქართული სოფლების დასაბომბად ბუდიონოვსკის და კორენოვსკას ვერტმფრენების პოლკების ეკიპაჟები.
image ვერტმფრენებისათვის რამდენიმე თვით ადრე მომზადებული მოედანი ჯავაში.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



















0
412
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
412