x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
წუთისოფელი

წუთისოფელი

რა არის ჩვენი წუთისოფელი
ამოუცნობი თეთრი და შავი,
აქ ხომ უაზროდ ბევრი ხალხია
გაუმაძღარნი, ზედმეტად ხარბი.

აქ ხალხის ბრბოა ცოდვის მორევში
მათი სულები მუდამ ბრძოლებში,
აქ სიმშვიდეზე ქაოსი მეფობს
და ჩვენს გულებში სიცივე ზეობს!

აქ ბოროტებამ კეთილსა სძლია
და ჩვენ მივეცით ამის უფლება,
მიუხედავად მსგავსი ყოფისა
მაინც არ გვინდა გამოფხიზლება!

აქ უგნურებმა ფეხი აიდგეს
და მეძავებმა სული წაბილწეს,
პატივმოყვარე გახდა ყოველი
და დაივიწყეს ყოვლის მფლობელი.

აქ გარყვნილება მუდამ სუფევდა
და განსაცდელიც არ აყოვნებდა,
უგნური ბრბო კი ამ შემთხვევაში
გამოსწორებას არც კი ცდილობდა!

აქ ამბიცია ყველას გულშია,
მაგრამ ქმედება მუდამ ნულია
და დაპირებაც გულიდან თქმული
წარმოუდგენლად დიდი ფარსია.

აქ ხომ სიცოცხლე ყველას სწადია,
მაგრამ ამისთვის არაფერს ქმნიან
აქ ჩვენი სულის აღმშენებლობა
რატომ არავის არ უხარია!?

წუთისოფელი რა არი
ჩემთვის ქრისტემდე გზა არი
თუ ამას არ გავიაზრებთ
ჩვენთვის უფსკრული მზა არი!

ავტორი: ბექა მღებრიშვილი


image

0
238
2-ს მოსწონს
ავტორი:beqsana1
beqsana1
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0