x
მეტი
  • 15.09.2019
  • სტატია:94747
  • ვიდეო:342544
  • სურათი:456758
წელიწადში 20 მილიონი ბოთლი ღვინო აფხაზეთიდან რუსეთში.საიდან?

image



რუსეთში მაღაზიის დახლები სავსეა აფხაზური ღვინოთი, საიდან მარაგდება ამდენი ღვინით რუსული ბაზარი, თუ აფხაზეთში პრაქტიკულად არ არის განვითარებული მეღვინეობა?ამის გარკვევას შეეცადა პორტალი Абхазиум ру.



უმეტესობამ, ვინც არ სვამს აფხაზურ ღვინოს იცის, რომ ვენახი ძალზე მცირე რაოდენობითაა, ხოლო ის, ვინც სვამს აფხაზურ ღვინოს სინამდვილეში არც იცის რას სვამს, რა თქმა უნდა აფხაზეთში ვენახები არის, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენაც მცირეა, მომხმარებელთა მესამედსაც კი არ ეყოფა, მაგალითად აფხაზეთის მთავარე საწარმოს "Вина и воды Абхазии"-ის ვენახების ფართი 700 ჰექტარს არ აღემატება, რა დროსაც მაქსიმალურად კარგი მოსავლის შემთხვევაში(რომელიც ძალზე იშვიათია)ეყოფა 5 მილიონ ბოთლის დამზადებას, არა და აფხაზეთი რუსეთს ყოველწლიურად 20 მილიონ ბოთლს აწვდის და არ დაგავიწყდეთ, რომ გორბაჩოვის ანტიალკოჰოლური კომპანიის დროს აფხაზეთში ვენახების დიდი ნაწილი აჩეხეს, არა და ყურძენი აფხაზეთში, განსაკუთრებით ტექნიკური ჯიშები ძალზე ცუდად ხარობს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აფხაზეთი არაა ღვინის რეგიონი, რადგან კლიმატი არ იძლევა ამის საშუალებას, მოჰყავთ ძირითადად "იზაბელა"(ვაზის ამერიკული ჯიში, იგივე "ადესა")რომელსაც საქართველოში სარეველსავით ანადგურებენ, ხოლო ევროპაში საერთოდ აკრძალულია ამ ჯიშის ყურძნისაგან ღვინის დამზადება.


მაშ საიდან გაჩნდა აფხაზეთში ყურძენი და ღვინო? 90% მოლდავეთიდან შემოდის, რა დროსაც განა ყურძენი იგზავნება, არამედ ცისტერნებით ღვინის მასალა.

image


მრავალი მსოფლიოს საპატივცემლო ღვინის მწარმოებელი კანიდან ძვრება იმის გამო, რომ ჰქონდეს საკუთარი ვენახები და დაამზადონ ხარისხიანი ღვინო...აფხაზეთში კი ყიდულობენ გამზადებულ კოქტეილს.


არც იფიქროთ, რომ მოლდავეთი საუკეთესო ღვინომასალას აწვდის აფხაზეთს, მოლდავეთი თავადაა ღვინის მწარმოებელი ქვეყანა და საუკეთესო ჯიშის ყურძენს საკუთარი ღვინის ჩამოსხმაზე უშვებს.


აფხაზეთი ყიდულობენ ამ ღვინომასალას კერძო მეწარმეები, რომლებმაც ბლომად ფული იშოვეს ამ ბიზნესიდან, ხარისხზე არც ფიქრობენ, ღვინომასალა შემოდის არგენტინიდანაც, თუმცა მცირე რაოდენობით, რადგან ნედლეული ძვირია, აქაც იგივე ვარიანტია, ხარისხი დაბალია, საუკეთესო ნედლეული ადგილობრივი არგენტინული ღვინოზე იხარჯება.


თუ მოლდავური ღვინომასალა ისხმება ადგილობრივ ქარხანში და რაღაც ხარისხის კონტროლს მაინც გადის, საოჯახო პირობებში ჩამოსხმული ღვინო საერთოდ ლატარეაა, პირველი ის, რომ სახლში ჩამოსხმული ღვინის ნახევარი მოლდავურია, მეორეც, ვისაც მართლა საკუთარი ვენახები აქვს, იძულებულია "იზაბელას"შაქარი დაუმატოს, რადგან კლიმატი არ იძლევა იმის საშუალებას ყურძენს საჭირო რაოდენობის შაქრიანობა ჰქონდეს.


ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზური ჩამოსხმის მოლდავური ღვინომასალა კარგად არის რეკლამირებული, ამზადებენ "ხვანჭკარაც" კი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ცნობილ ქართულ ჯიშთან, რომელიც ასე უყვარდა სტალინს და იგავიც იმის შესახებ, რომ ბრეჟნევი სვამდა აფხაზურ ღვინოს, არის სიცრუე.


"აფხაზური ღვინო" მხოლოდ მიამიტი რუსებისთვის და დსთ-ს ქვეყნებში იყიდება, სხვაგან არსად მსოფლიოში, ფასებიც ამ პროდუქტის აშკარად მაღალია და ღვინოს რომელსაც თქვენ გთავაზობენ მოლდავურ მასალისგან დამზადებულს და აფხაზური ეტიკეტით, იმავე თანხით სჯობს იყიდოთ ახალი სამყაროს, ყირიმის ან ყუბანის ღვინო.
image


P.S-ავტორისგან-აფხაზეთში ღვინო უძველესი დროიდან მოჰყავდათ, რასაც ჩვ. წ.აღ-მდე III—II ათასწლეულის არქელოგიური გათხრები მოწმობს, ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი დიოსკურიას მეღვინეობის ცენტრს უწოდებდა, აფხაზეთში 30-მდე ვაზის ადგილობრივი ჯიში არსებობდა, მათ შორის ავასირხვა, ხაფშირა, აჩკიკიჟი და სხვები, ამჟამად სპეციალისტები ამ ჯიშების გარდარჩენას ცდილობენ, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა რომ, აფხაზური ვაზის ჯიშები, სხვა დასავლურ ჯიშებთან შედარებით, დაავადებების: ჭრაქისა და ნაცრის მიმართ გამძლეობით გამოირჩევა. აქვე აღსანიშნავია რომ, აფხაზური ვაზი ნოტიო ჰავასა და ნესტს კარგად იტანს.



1
215
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
215
  
11 აგვისტო, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1