x
image
გემი დალანდი
სახლში რომ სიმშვიდემ და ბარაქამ დაისადგუროს, აუცილებლად იქონიეთ ეს 7 რამ!
image


სამზარეულო-ბინის ყველაზე ძლიერი ადგილია ენერგეტიკულად. იქ უამრავი რამ ინახება, რომლებიც შეიძლება თილისმად გამოვიყენოთ, სახლი ცუდი ენერგიისგან დავიცვათ და კარგი მოვიზიდოთ. კეთილდღეობა და ბედნიერება, სიმშვიდე და ჰარმონია-ეს ისაა რასაც ჩვენი აზრებით და ქმედებებით ვქმნით.


1.დაფნის ფოთოლი

დაფნის ფოთოლი სიწმინდეს, შინაგან ძალას, სიძლიერეს, გამარჯვებას გამოხატავს. ძველად ხომ დაფნის გვირგვინებით ამკობდნენ გამარჯვებულთა თავებს. ის სურვილების ასრულებაშიც გვეხმარება. აიღეთ დაფნის რამდენიმე გამხმარი ფოთოლი, ხელებით დაფშვენით და თან სურვილი ჩაიფიქრეთ. შეისუნთქეთ მისი არომატი და ფხვნილი ქარს გაატანეთ.


დაფნის ფოთოლი ყოველთვის უნდა გქონდეთ სახლში. აიღეთ მისი 5 ფოთოლი, შეკარით პატარა კონა და კარს ზემოთ ჩამოკიდეთ. ასე სახლს დაიცავთ და ბარაქას მოიზიდავთ.

image

2.დარიჩინი

ძალიან სასარგებლო და გემრიელი სანელებელი, რომელსაც თილისმადაც იყენებენ. მას სახლის დალაგებისთვის განკუთვნილ წყლიან ჭურჭელში ამატებენ, რომ სახლი ცუდი ენერგიისგან გაიწმინდოს. დარიჩინს ჩაიშიც ამატებენ და ამ დროს სურვილს ჩაუთქვამენ, რომელიც სახლში სიმშვიდის შექმნას უკავშირდება.

image

3.სამზარეულოს თათმანი

აუცილებელია თავად შეკეროთ. ის ოჯახური ერთიანობის სიმბოლოდ აღიქმება. საგულისხმოა, რომ საკუთარი ხელით გაკეთებული თილისმები უფრო ძლიერია.

image

4.ხახვის, ნივრის და წიწაკის გირლანდები

ჩვენი წინაპრები ამ ბოსტნეულს მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ. ნიორი ენერგეტიკული ვამპირებისგან გიცავთ, ხახვი-მოშურნეებისგან, წიწაკა კი ავი თვალისგან. ჩამოკიდეთ ისინი სამზარეულოს კუთხეში.

image

5.ქვასანაყი

როდინი ანუ ჯამი ამ შემЕხვევაში ქალურ ძალას განასახიერებს, სანაყი ქვა თუ ხე -მამაკაცურს. იმისთვის, რომ წყვილს ყოველთვის უყვარდეს ერთმანეთი, აუცილებელია სახლში ეს ნივთი გქონდეთ.

image

6.ცოცხი

ითვლება, რომ ცოცხы სახლიდან პრობლემების გაგვაც შეუძლია. ის აუცილებლად ტარით ქვემოთ უნდა შეინახოთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ ფუმფულა იყოს და არა გაქუცული, გაცვეთილი.

image

7.მზესუმზირა

მზესუმზირა სასიცოცხლო ენერგიით და შთაგონებით მუხტავს ადამიანებს, იცავს ოჯახურ კერიას.მიიტანეთ სეზონზე მზესუმზირის რამდენიმე თავი სახლში და მიირთვით მზესუმზირა ყვავილიდან. სასურველია თუ მზესუმზირის გამოსახულებას მოათავსებთ სახლში, თუნდაც სურათს. უმჯობესია, თუ სასადილო ოთახში, ან ფანჯრის სიახლოვეს ჩამოკიდებთ.image

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ თილისმები უნდა განაახლოთ. არ დაუშვათ, რომ დაძველდეს, გაფუჭდეს და მტვერი დაედოს.


0
5441
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
5441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0