x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
10 მოდელი,რომელთაც ერთი საიდუმლო აერთიანებთ (ისინი არ არსებობენ!)
რენოს ახალი სახე ვირტუალური მოდელი ლილი გახდა. ახალ სარეკლამო რგოლში მოდელი მანქანას მართავს და ამბობს, რომ სიამოვნებას იღებს რეალური ცხოვრებისგან. ეს ტენდენცია უფრო და უფრო პოპულარული ხდება: ბრენდები თავის სახედ რობორტებს ირჩევენ.

წარმოგიდგენთ ვირტუალურ მოდელებს, რომელბიც შესაძლოა რამდენიმე წელიწადში სხვადასხვა პოპულარული ბრენდების სახედ იხილოთ.


1.იმმა

imageიმმა ორ ნამდვილ მოდელთან ერთად i-D JAPAN-ის ფოტოსესიაზე.


imageიმმას გარეგნობაზე სტუდია 3D Modeling Cafe-მ იზრუნა, რომელიც ფილმებისა და კომპიუტერული თამაშების სპეცეფექტებზეა სპეციალიზებული. იმმა არა მარტო მოდურ ფოტოებს აქვეყნებს, Instagram Stories-აც წერს.


2.შაი

imageimage“მე თქვენი ოცნების გოგო ვარ"-ასე აქვს მითითებული თავის პროფილში 25 წლის ვირტუალურ მოდელს. შაის გვერდი ცოტა ხნის წინ შეიქმნა, მაგრამ უკვე შესამჩნევია, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ამ პროექტს.

3.ლილი მიკელა

imageimage19 წლის ლილი კომპიუტერულმა კომპანია Brud-მა შექმნა. მის გვერდს უკვე 1, 7 მლნ. გამომწერი ჰყავს. ლილი ბევრ ფოტოსესიაში მონაწილეობდა და მუსიკალური ალბომის ჩაწერაც კი მოასწრო.


4.პოლკოვნიკი სანდერსი

image

imageბრენდი KFC-ც არ ჩამორჩა თანამედროვეობას და CGI-ინფლუენსერი შექმნა. ასე გამოიყურება მათი ახალი პოლკოვნიკი სანდერსი.


5.დაგნი

imageimageდაგნი მსოფლიოში პირველი ვირტუალური სააგენტოს The Digitals-ის ერთერთი მოდელია. ამ სააგენტოს მიზანია ჟურნალებში, ინტერნეტგამოცემებსა თუ სხვა პროექტებში უფრო მეტი ვირტუალური მოდელის ჩართვა.


6.ბრენი

imageimageვირტუალურ მოდელებს შორის plus-size მოდელებიც არიან. ერთ-ერთი მათგანია ბრენი.


7.ლაიამ ნიკურო

imageimageლაიამი იაპონიის პირველი ვირტუალური მამაკაცია. მისი შემოქმედია კომპანია 1sec Inc, რომელმაც მიზნად დაისახა ვირტუალური და რეალური სამყარის შერწყმა.


8.ბერმუდა

imageimageბერმუდა ისე ცხოვრობს, როგორც ინსტაგრამის ნამდვილ ვარსკვლავს შეეფერება, მის პორფილს კი 150 000 გამომწერი ჰყავს.


9.საია

imageimageიაპონელა ტერიუკიმ და იუკა ისიკავამ ეს ვირტუალური სკოლის მოსწავლე ჯერ კიდევ 2015 წელს შექმნეს. დღეს ისინი თავისი ქმნილების სრულყოფაზე მუშაობენ. მათი ნამუშევრების ნახვა საია პორექტზე შეგიძლიათ.


10.შუდუ გრემი

imageimageმისმა შემქმნელებმა შუდუს პირველი ვირტუალური სუპერმოდელი უწოდეს. ის, მართლაც, რაღაცით წააგავს რეალურ სუპერმოდელ ნაომის.


და ბოლოს, ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოში გაჩნდა პირველი ვირტუალური ტელეწამყვანი მეა, რომელიც ალბათ ბევრს ახსოვს. ასე რომ, ისინი, ვინც ისწრაფვის, რომ ვიტუალური წამყვანები თუ მოდელები შექმნას, სულაც არ არიან ამ საქმის პიონერები.

image


1
205
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
205
  
2019, 11 აგვისტო, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1