x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბაია პატარაია:" ისე ყოველდღიურად მწერენ, რომ მახინჯი ვარ"
image

იურისტი, კავშირ “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი და ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:


"ამ ბოლო დროს ისე ყოველდღიურად მწერენ, რომ მახინჯი ვარ, ლამისაა ფოტოების გამოდება დავიწყო, რომ ცოტა შერცხვეთ საკუთარი არაადეკვატურობის )))

image

ხუმრობა იქეთ იყოს, და რატომ სთხოვენ სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურ ქალებს სილამაზეს? რატომ გვევალება, რომ ვიყოთ ლამაზები? რა კავშირშია ჩემი გარეგნობა ჩემ საქმიანობასთან?



მე კიდევ რა მიჭირს, თავდაჯერება არ მაკლია და ოდნავ უფრო იჭვნეულ, ან საკუთარი გარეგნობის მიმართ კრიტიკულ ქალს ხომ სულ წაუხდენენ ყველაფრის ხალისს? ადრე სულ ვიცინოდი ამ "შე მახინჯოზე" და ახლა კი ვფიქრობ, რომ ესეც იარაღია ქალების გასაჩუმებლად.


პ.ს. კომპლიმენტები არ დამიწეროთ, თქვენი ჭირიმე"-წერს პატარაია.

image


0
166
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0