x
მეტი
  • 19.08.2019
  • სტატია:93656
  • ვიდეო:342157
  • სურათი:455882
,,აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 10 აგვისტო

image
2008 წლიდან 11 წლის შემდეგ “აგვისტოს ომის" გახსენებისას, უმრავლესობას პირველ რიგში 8 აგვისტო ახსენდება, თუმცა არც სხვა დღეები იყო ნაკლებად მძიმე ჩვენი ქვეყნისათვის. გამონაკლისს არც 10 აგვისტო წარმოადგენს.

10 აგვისტოსათვის საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდა 10 000 რუსი სამხედრო, 90 ტანკი, 150 სხვა მძიმე ტექნიკა და 250 საარტილერიო დანადგარი.

05:45 საათზე დაიბომბა თბილისის საავიაციო ქარხანა.

07:00 საათისათვის ქართული არმია სრულად ტოვებს ცხინვალს.

08:45 საათზე რუსული ავიამოირეიშეები ზემო აფხაზეთს უტევენ.

15: 00 დაიბომბა ქარელის რაიონის სოფელი კნოლევი.

17:30 საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქართულმა მხარემ შეწყვიტა ცეცხლი კონფლიქტის ზონაში.

18:00 დაიბომბა სოფელი ანაკლია.

19:05 რუსულმა ავიაციამ ბომბი ჩამოაგდო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

19:10 კვლავ დაიბომბა თბილისის საავიაციო ქარხანა.

დღის განმავლობაში პერიოდულად იბომბებოდა ქალაქი გორი.

პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა ზემო აფხაზეთში. სერგეი ბაღაფშმა 1000 სამხედრო გაგზავნა კოდორის ხეობაში “წესრიგის დასამყარებლად".

10 აგვისტოს მონაცემებით, ტყვედ იქნა აყვანილი რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი.

ხალხი კვლავ პანიკაშია და შიდა ქართლიდან გამოქცეულ მოსახლეობას, დასავლეთ საქართველოდან გამოხიზნული ხალხიც უერთდება.ნაწილი თავს თბილისს აფარებს, ნაწილი კახეთს, ნაწილი კი საერთოდ ქვეყნიდან გასვლას ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

“აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 9 აგვისტო

“აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 8 აგვისტო

აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 1-7 აგვისტო

1
58
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
58
  
11 აგვისტო, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1