x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
10 სუპერმოდელი ფიზიკური ნაკლით,რომლებიც მოდის სამყაროში ბრწყინავენ
მოდის ინდუსტრია თავისი მკაცრი წესებით გამოირჩევა მოდელების მიმართ. ისინი თითქმის იდეალურები უნდა იყონ და სრულად აკმაყოფილებდნენ ყველა წარმოდგენასა თუ სტანდარტებს. თუმცა, მოდელებს, ისევე როგორც სხვა ჩვეულებრივ ადამიანებს, თავისი ნაკლოვანებები აქვთ, მათ შორის-ფიზიკური, და სხვებივით ებრძვიან თავის კომპლექსებს.


1.კარა დელევინი

imageპოპულარული მოდელი ფსორიაზით იტანჯება. ეს დაავადება სტრესის და დაძაბული სამუშაო გრაფიკის დროს უფრო მწვავდება. ფსორიაზი გადამდები არაა, თუმცა მუშაობისას კარა ხშირად აწყდება ფაქტს, როცა მომსახურე პერსონალი თათმანებს იკეთებს და ისე ემსახურებიან, რადგან მისი შეხების ეშინიათ. როგორც მოდელმა აღიარა, ამის გამო საკუთარი თავი და სხეული შესჯავრდა.



2.ლარა სტოუნი


imageჰოლანდიელი მოდელის სავიზიტო ბარათად მისი კბილები იქცა, უფრო სწორად, მის ზედა კბილებს შორის დაშორება. თუმცა, თავად მოდელი დისკომფორტს ამის გამო არ განიცდის, მას უფრო ის ფაქტი აღელვებს, რომ პატარა, 36 ზომა ფეხის გამო, ფეხსაცმელი ყოველთვის დიდი აქვს და პოდიუმზე სიარულში ეს ხელს უშლის.


3.ელ მაკფერსონი

imageცნობილ ავსტრალიელ ტოპ-მოდელს 42 ზომა ფეხი აქვს. თუმცა, თუ ელის სიმაღლეს გავითვალისწინებთ (183 სმ), მაშინ ფეხის ზომა არც ისე დიდი გამოჩნდება, მაგრამ ყოველთვის მოიძენებიან “კეთილისმსურველები", რომლებიც მოდელს ამის გამო აკრიტიკებენ. თავად მაკფერსონს კი სხვების აზრი სულ არ ანაღვლებს და ხშირად დებს ისეთ ფოტოებს, სადაც მისი “ნაკლი" ჩანს.


4. ლაურა ო'გრედი

imageლაურას უჩვეულო ფორმის ყურები დიდხანს შთააგოონებდა სხვადასხვა დიზაინერებს და ფოტოგრაფებს. ლაურამ აღიარა, რომ ძალიან იყო დაკომპლექსებული და რომ სწორედ სამოდელო ბიზნესი დაეხმარა მიეღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც იყო. თუმცა, ბოლოდროინდელი ფოტოები იმაზე მეტყველებს, რომ კომპლექსისგან არ გათავისუფლებულა და მას ქირურგიული ჩარევით გაუმკლავდა.


5.იმანი

imageამბობენ, რომ ყელი ქალის ასაკს გასცემს.თუმცა, იმანის შემყურე, ძნელია დაიჯერო, რომ ის 63 წლისაა. სწორედ იმანის უჩვეულოდ გრძელმა ყელმა და მაღალმა შუბლმა შთააგონა ცნობილი ფოტოგრაფი პიტერ ბერდი და იმანი ცნობადი გახადა.


6.კრისტი ჰინცე

imageკრისტი ჰინცეს მოდის ბიზნესისთვის შეუსაბამოდ დიდი ცხვირი აქვს., თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ ავსტრალიური Vogue-ის გარეკანზე გამოჩენილიყო და Sports Illustrated-თან და Victoria’s Secret-თან ეთანამშრომლა.


7.ჯოანა კრუპა

imageპოლონელი წარმოშობის ამერიკელ მოდელს თანდაყოლილი ანომალია-პოლიმასტია აქვს(ზედმეტი სარძევე ჯირკვალი). თუმცა, მოდელი ამ ნაკლს წარმატებით მალავს და ბიკინიშიც კი პოზიორობს.


8.პადმა ლაქშმი

imageმკლავზე პადმას საკმაოდ დიდი შრამი აქვს, რომელიც მოზარდობისას გადატანილი ავტოკატასტროფის შედეგია. ამის მიუხედავად, პადმა ხშირად ატარებს უმკლავებო კაბებს და მაისურებს და არც ფოტოგრაფები მალავენ მის შრამს ფოტოების რეტუშირებისას.


9.ბრიენ რაისი

imageმოდელმა ცოტა ხნის წინ ამცნო გარშემომყოფებს, რომ ვიტილიგო აქვს. ის დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა სპეციალურ კოსმეტიკურ საშუალებებს თავისი ნაკლის შესანიღბად და ამას ახლობელ ადამიანებსაც კი არ უმხელდა. მას 10 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ თვითშფასება ამაღლებოდა და ამის შესახებ საჯაროდ ესაუბრა.


10.კრისტალ კოპლანდი

imageმოდელების ცხოვრების წესი გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზეც. ავსტრალიელი მანეკენი კრისტალ კოპლანდი აღიარებს, რომ მოდის ჩვენება ხშირად წამებას უფრო ჰგავს მოდელებისთვის. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხანგრძლივი ტარება, რომელიც ხშირად ფეხის ზომას არ შეესაბამება და უფრო პატარაა, ჰემატომებს და სილურჯეებს ტოვებს მის ტერფებზე და მათ გრიმითაც კი ვერ ფარავენ.



0
248
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0