x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მთავრობის წევრები დედოფლისწყაროს ეწვივნენ და მოსახლეობას შეხვდნენ
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ქედის, არხილოსკალოსა და ქვემო ქედის მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და იმ საჭიროებებზე მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც სოფლებში აქვთ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, პარლამენტის წევრებმა თამარ ჩუგოშვილმა, ირაკლი შიოლაშვილმა, ირაკლი სესიაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთნ, ნიკოლოზ ჯანიაშვილთნ ერთად სოფლის მცხოვრებთა საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისაგან პირადად მოისმინეს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ პროექტებით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.


.

„ადგილობრივმა მოსახლეობამ გაგვაცნო ის საჭიროებები, რაც სოფლებში არსებობს. ჩვენი მხრიდან, ვისაუბრეთ იმ პროგრამებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ზეთისხილის, კაკლის, ნუშის ბაღები 399 ჰა-ზე გაშენდა; 9 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იქნება შეძენილი ამ მიმართულების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად საჭირო რესურსი გათვალისწინებული უნდა იყოს მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაწევრიანებით, ფერმერებს შეეძლებათ მეტი სარგებლის მიღება მეცხოველეობის განვითარებისა და რძის გადამუშავების კუთხით.


მხარის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოსახლეობას კახეთის რეგიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანობაზე ესაუბრა.


სოფელ ზემო ქედში, არხილოსკალოსა და ქვემო ქედში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ დაურეგისტრირებელი მიწები და წყალმომარაგება მთავარ პრობლემურ საკითხად დაასახელა. შეხვედრაზე იმსჯელეს დილიჩის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების საკითხის მოგვარებაზეც.


შეხვედრას პარლამენტის წევრები, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


imageimage

1
107
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
107
  
2019, 10 აგვისტო, 0:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1