x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ანეგდოტების ნაკრები ქართველებზე რუსების ხედვით

image ქართველს ეკითხებიან:
— რას გაგონებს ვაშლი?Ч
— ქალის მკერდს.
— რატომ?
— ვაშლივით მრგვალია.
— და რას გაგონებს თეთრი მაცივარი?
— ქალის მკერდს.
— რატომ?
— მასავით თეთრია.
— და რას გაგონებს გაბერილი ბუშტი?
— ქალის მკერდს.
— რატომ?
— გენაცვალე, რას აიჩემე ეს რატომ, რატომ! მოუჭერ ხელს ბუშტივით დაიჩუტება, გაუშვებ ხელს ბუშტივით თავის ფომას უფრუნდება.

ქართველი მიდის საავადმყოფოს ქალების განყოფილებაში და გინეკოლოგიურ კაბინეტთან რიგს იკავებს. რიგში მყოფი ქალი ეკითხება:
— თქვენ აქ რიგი დაიკავეთ?
ქართველი პასუხობს:
— კი, დავიკავე!
ქალი განცვიფრებულია, ქართველი ეკითხება:
— აქ სპირალებს უყენებენ?
— ქალი პასუხობს: დიახ უყენებენ!
— ტუილად კი არ დამიკავებია რიგი, ჩემს პატარა ელექტროღუმელს სპირალი უნდა მოვაშორო სხვა რამეში მჭირდება, გამოდის სპირალებს თუ დგამენ მოხსნითაც მოხსნიან!

იყიდა ქართველმა "ზაპოროჟეცი", საკუთარი სახლის ფანჯარასთან დააყენა. გაიხედა დილით სადაა მანქანა მოუპარავთ.
წავიდა იყიდა მეორე "ზაპოროჟეცი" მეორე დილით იგივე ისტორია მეორდება მოუპარავთ მანქანა.
წავიდა, მესამედ იყიდა "ზაპოროჟეცი" დააყენა ფანჯრის წინ და წარწერა დატოვა საქარე მინაზე: "ჩვენებურებო, ნუ მპარავთ მანქანას, ერთხელ მაინც გავისეირნებ".
იღვიძებს დილით იხედება ფანჯრიდან და სადაა "ზაპოროჟეცი", სამაგიეროდ შავი პრიალა "ვოლგა" დგას საქარე მინაზე მიკრული წარწერით: "რამდენიც გინდა ისეირნე, ოღონდ აქ "ზაპოროჟეცი" არ მოიყვანო, ნუ არცხვენ საქართველოს!

ორი რუსი გოგო ზის გრძელ სკამზე.
ერთი ამბობს: მე ძაღლი მინდა.
მეორე ამბობს: მე ქართველი ბიჭი მინდა.
გამოიარა ქართველმა ბიჭმა: გამარჯობა გოგოებო, მე ქართველი ვარ. ჰავ, ჰავ...

მატარებლის ვაგონის ერთერთ კუპეში 3 გოგო ზის და საუბრობენ.
პირველი ამბობს:
- მე აუცილებლად გავყვებოდი ცოლად სპორტსმენს, ისინი ისეთი ძლიერები და მოქნილები არიან...

მეორე ამბობს:
- მე კი სამხედრო ბიჭს გავყვებოდი ცოლად, ისინი ისეთი გამართულები არიან...

მესამე ამბობს:
- აი მე კი ინდიელს გავყვებოდი, ისინი ისეთი გარუჯულები და სექსუალურები არიან...

ამ დროს ზედა საწოლიდან ხტება ქართველი და ამბობს:
- ნება მომეცით წარმოგიდგეთ, სპორტის ოსტატი პოლკოვნიკი ჩინგაჩგუკი!

0
887
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
887