x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
წარმოუდგენელი პროექტი მე ჯემისონისგან
image

ასტრონავტი მეი ჯემისონი, ბავშვობიდანვე ოცნებიბდა კოსმოსში გაფრენაზე, დღეს დღეობით კი, როცა მან საწადელს მიაღწია, სურს რომ კაცობრიობას საშუალება მისცეს მიაღწიონ ვარსკვლავებამდე.


შავკანიანთა შორის, მეი ჯემისონი პირველია, ვინც კოსმოსში გაფრინდა, მაგრამ ოდესღაც იგი ცნობილი გახდება, როგორც გრანდიოზული საქმის წამომწყები ადამიანი. პენტაგონი მზადაა დააფინანსოს ეს პროექტი, რომლის მეშვეობითაც 100 წლის განმავლობაში უნდა დამზადდეს ხომალდი, რითაც ადამიანები შეძლებენ ვარსკვლავებამდე მიაღწიონ.

პროექტის, რომელიც აგრეთვე ფინანსდება კომპანია DARPA-სგან (Defense Advanced Research Projects Agency), მიზანი არა არის შექმნას ხომალდების საწარმო, ყოველ შემთხევაში ჯერ-ჯერობით არა, არამედ დააარსოს არაკომერციული საწარმო, რომელსაც ექნება ძალისხმევა, შენარჩუნდეს მომავალ საუკუნემდე, სავარსკვლავთაშორისო მოგზაურობისთვის.დოროთი ჯემისონის ფონდი, რომელსაც ხელმძღვანელობს მეი ჯემისონი, არჩეულ იქნა ამ პროექტის ხელმძღვანელად.



ამ კვირას, კომპანიამ განცხადება გააკეთა თავის გეგმების შესახებ. მათი პირველი ნაბიჯი ამ გეგმის მიხედვით, არის რომ შეკრიბონ მეცნიერები, ჰიუსტონში, ტეხასის შტატში, რათა იმსჯელონ სავარსკვლავთაშორისო მოგზაურობის შესახებ.


ჯემისონმა ექსკლუზიურ ინტერვიუში BBC -სთან ისაუბრა თავისი გეგმების შესახებ, თუ როგორ აპირებს წარუძღვეს კაცობრიობას ვარსკვლავებისაკენ.


ჟურნალისტის კითხვა: თქვენ ხართ ძალიან ამბიციური პროექტის წამომწყები, დარწმუნებული ხართ რომ 100 წელიწადში შეძლებთ კოსმოსური ხომალდის გაშვებას ვარსკვლავზე?


ჯემისონი პასუხობს : ეს უნდა მოხდეს 100 წლის განმავლობაში, მაგრამ თუ ჩვენ გამოვნახავთ გზას, რათა ეს პროცესი დავაჩქაროთ, და ეს ყველაფერი გავაკეთოთ 20-30 წელიწადში, რა თქმა უნდა ამ გზით წავალთ. რატომ უნდა ვიფიქრო რომ ამას ვერ შევძლებთ, რადგან ამის შესაფერის ტექნოლოგიები არ გააჩნია კაცობრიობას? გაიხსენეთ, რომ უელსმა თავისი ნაწარმოები “პირველი ადამიანები მთვარეზე" 1901 წელს დაწერა, წარმოიდგინეთ მაშინ რა წარმოუდგენელი და ფანტასტიკური იდეა იყო. რადგან მაშინ არც რაკეტები გვქონდა, არც რაიმე მატერია, რითაც მთვარეზე გავფრინდებოდით, მაგრამ რამოდენიმე წლის შემდეგ ჩვენ უკვე შევძელით და მთვარეზეც გავფრინდით.მე მჯერა რომ ჩვენ გვაქ იმდენი ტექნოლოგიური ცოდნა, რომ განვახორციელოთ ეს იდეა.


ჟურნალისტის კითხვა:

რომ მიაღწიოთ ვარსკვლავს, თქვენ ძალიან გჭირდებათ ტექნოლოგიური პროგრესი, როგორ ფიქრობთ რა უნდა იყოს უფრო პრიორიტეტული?


ჯემისონი პასუხობს: ჩვენ უკვე ვართ ტექნოლოგიური განვითარების პროცესში. უპირველესი მიზანია ენერგია. უახლოეს ვასკვლავამდე რომ მივაღწიოთ საჭიროა 1000 წელიწადი, ჩვენ ვფიქრობთ თუ როგორ მივაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე გაცილებით ნაკლებ დროში. ამაში რათქმაუნდა ვერ გავაკეთებთ მზის ენერგიის გარეშე. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის პროცესში, ამას კი ძალიან დიდი მზის ენერგია დასჭირდება.

ჟურნალისტის კითხვა: თქვენ სექტემბერში პირველი კომფერენცია გექნებათ ჰიუსტონში, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი იმედები ამ კონფერენციასთან დაკავშირებით?


ჯემისონი პასუხობს: ჩვენი უნდა ვუზრუნველყოთ ადგილი, სადაც
მეცნიერებს ღრმა ცოდნა აქვთ ასტროფიზიკაზე და პლაზმურ ფიზიკაზე, სადაც მოხდება დისკუსია და შედგება სამოქმედო ოქმი.



0
38
შეფასება არ არის
ავტორი:Lamorac
Lamorac
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0