x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალმა არაბი შეიხის ცოლად გაასაღა თავი და საიუველირო მაღაზია გაძარცვა
image

უცნობმა ქალმა პარიზის საიუველირო მაღაზიიდან მოიპარა სამკაულები, რა დროსაც არაბი შეიხის ცოლად გაასაღა თავი, ამის შესახებ იუწყება BFM TV.


31 ივლისს პარიზში, სენტ-ორონეს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საიუველირო მაღაზია-ლუქსში, შევიდა ორი ქალი, ერთ-ერთმა განაცხადა, რომ არაბი პრინცესა და დუბაის შეიხის ცოლია, ხოლო მეორე ქალი მისი მოსამსახურე, როგორც მაღაზიის გამყიდველი იხსენებს, სანამ ისინი სამკუალებს ირჩევდნენ მაღაზიაში გამუდმებით რეკავდა ტელეფონი.



ქალებმა აარჩიეს ძვირფასეულობა და განაცხადეს, რომ ფულს მაღაზიას მეორე დღეს გადმოურიცხავდნენ, სანაცვლოდ დატოვეს მისამართი, სადაც სამკაულებიან ამანათს გადაგზავნიდნენ, რომელიც სეიფში ჩაკეტეს.თუმცა დათქმულ დროში თანხა არ ჩაირიცხა.


image

ამის შემდეგ მაღაზიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს გაეხსნათ ამანათი, ყუთში ძვირფასეულობის ნაცვლად ქათმის ბულიონის კუბიკები აღმოჩნდა.


გატაცებული საიუველირო ნაწარმის საერთო ღირებულება 1, 6 მილიონი ევროა, მოცემულ მომენტში პარიზის პოლიცია საქმეს იძიებს.მითითებული მისამართი რა თქმა უნდა ფეიკი გამოდგა.


0
526
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0