x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508559
ბრიტანელი გოგონა, რომელმაც ისრაელის მოქალაქებს გაუპატიურებაში დასდო ბრალი, დაფინანსებას ხალხს სთხოვს
19 წლის ბრიტანელი გოგონას მშობლები ვებ გვერდის The go fund me, მეშვეობით, ხალხს დასახმარებლად მოუწოდებენ. მათ 15 000 ევრო სჭირდებათ გოგონას იურიდიული მომსახურების ხარჯების დასაფარად.


აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის ყოფილმა ადვოკატმა საქმეზე უარი თქვა, კლიენტთან შეუთანხმებლობის მიზეზით. ახლა კი საჭიროა მისთვის ახალი ადვოკატის აყვანა.


მშობლების განცხადებით, გოგონას აღიარებითი ჩვენება, მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ მათი შვილი საზღვარგარეთის ციხეში მარტოა, იმ საშინელი ისტორიის შემდეგ, რაც მას დაატყდა თავს და სურთ რაც შეიძლება მალე დააბრუნონ სახლში.



image



გოგონა, რომელიც კუნძულ აია ნაპაზე დასვენების დროს 12 ებრაელ ბიჭს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, 28 ივლისს დააკავეს ცრუ ბრალდების გამო.



ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბიჭების ჯგუფიდან, 5 მათგანს არ ჰქონია საერთოდ სქესობრივი კავშირი გოგონასთან. ერთ-ერთმა ბიჭმა კი სატელეფონო ჩანაწერიც წარადგინა, რომელიც აგრეთვე პორნო საიტზეც იყო ატვირთული.


image

ორგანიზაცია “სამართლიანობა საზღვარგარეთ", რომელიც აერთიანებს იურიდიული განათლების მქონე ექსპერტთა ჯგუფს, უკვე ცდილობს დაფინანსების კუთხით დაეხმაროს გოგონას ოჯახს. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ბრალდებულის უფლებების მნიშვნელოვნად დარღვევას აქვს ადგილი.

0
258
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0