x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
თუ თქვენი პარტნიორი კამათში ამ 7 "რამეს" აკეთებს, თქვენი ურთიერთობა უკვე ტოქსიკურია

image


თქვენ არ გჭირდებათ ურთიერთობა ურთიერთობისთვის!!!


ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველა წყვილის ურთიერთობაში –გარკვეული კრიზისი და რთული პერიოდი არსებობს, მაგრამ მთავარია, თუ როგორ ვუმკლავდებით უსიამოვნო პრობლემებსა და კონფლიქტების გადაჭრის რა მეთოდებს ვიყენებთ. ტოქსიკური ურთიერთობები სამწუხაროდ იშვიათობას არ წარმოადგენს. მას თან, ყოველთვის ეს, 7 საგულისხმო ნიშანი ახლავს.



1. პარტნიორი თავისი სიტყვებით, სრულიად შეგნებულად თქვენს წყენინებას ცდილობს.


ყველაფერს, რასაც ის თქვენ გეუბნებათ ტკივილს განიჭებთ. მას ხიბლავს თქვენი ძველი პრობლემების თავიდან გახსენება და მათი ხელახლა განხილვა, რათა საკუთარი უპირატესობა თქვენ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ.



2. იგნორი


პარტნიორი ტელეფონზე არ გპასუხობთ, ხოლო თუკი ერთად ცხოვრობთ ის არასდროს გეუბნებათ თუ სად მიდის. მას უბრალოდ, მოსწონს თქვენს ნერვებზე თამაში.



3. ყველაფერში თქვენ ხართ დამნაშავე.


პარტნიორის შეცდომებში კი. ტოქსიკური ადამიანები - დიდებული მანიპულატორები არიან, მათ შესწევთ უნარი იმისა, რომ სიტუაციიდან ყოველთვის "მშრალი" გამოვიდნენ.



4. ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება.


დაიმახსოვრეთ, თქვენ ვერასდროს შეძლებთ ისეთ ადამიანთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას, ვინც ამ დამოკიდებულებით იტანჯება. თავს დედა ტრეზად ნუ წარმოიდგენთ, უმჯობესი იქნება თუკი თქვენს კომფორტზე იზრუნებთ.



5. გაზლაითინგი (მორალური ძალადობის ერთ-ერთი ხერხი, როცა ადამიანი მიზანმიმართულად გადაჰყავთ ჭკუიდან, მანიპულაციის ერთ-ერთ, ყველაზე საშიშ მეთოდს წარმოადგენს)


ეს - ფსოქოლოგიური ძალადობის განსაკუთრებული ფორმაა. ისეთმა უვნებელმა ნათქვამმაც კი, როგორიც არის "შეუძლებელია ასე იყოს", "შენ წესიერად ვერ დაინახე" და ა.შ. შეიძლება თქვენი რეალობის აღქმა დაამახინჯოს.



6. პარტნიორი ბოდიშს პრაქტიკულად, არასდროს იხდის


იმიტომ, რომ მისი აზრით, მას ცუდი არაფერი გაუკეთებია. ის "საყვარელი თავისთვის" გამართლების მილიონ საბაბს ყოველთვის, ყველა სიტუაციაში მოძებნის.



7. აგრესია


კამათის დროს გავეშებული პარტნიორი ტეხს ნივთებს, მუშტებს გამუდმებით მაგიდას ურტყამს, გამწარებული ტელეფონს ისვრის, დამეთანხმეთ, რომ საშინელი - გარემოა. უკეთესი იქნება თუკი ასეთ ადამიანს დროულად, სამუდამოდ გაეცლებით.




0
670
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
670