ასტროლოგია მეტეორების წვიმა, რომელსაც სურვილების ჩასაფიქრებლად, მთელი წელი ელოდებიან - მისი "პიკი" 12 აგვისტოსაა 2019, 9 აგვისტო, 12:49 ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ასტრონომიული მოვლენის შესახებ წერს, რომელიც 11-13 აგვისტოს ყველაზე აქტიურ ფაზაში შევა. აი, რა უნდა გაითვალისწინოთ ამ დღეებთან დაკავშირებით: "მეტეორების ნაკადი, რომელიც პერსეიდების სახელწოდებითაა ცნობილი აქტიურია ხოლმე 17 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, თუმცა ყველაზე ინტენსიური 11-13 აგვისტოს არის ხოლმე. ეს გახლავთ უწვრილესი ნაწილაკები, რომლებიც ატმოსფეროში შემოჭრისას იწვიან და კაშკაშად ანათებენ. პირველად ისინი ერთ-ერთ ძველ ჩინურ ტექსტშია ნახსენები, რომელიც ჩვ. წ-აღ-ით 36 წლით თარიღდება. მათი თვალის მოკვრისას ადამიანები ცდილობენ მოასწრონ სურვილის ჩაფიქრება, ვიდრე ეს მანათობელი წერტილი ჩაქრებოდეს... და მერე? მართლა ხდებიან სურვილები? ვინ იცის...", - წერს ასტროლოგი. პერსეიდები - მეტეორთა ნაკადი, ყოველწლიურად ჩნდება აგვისტოში, პერსევსის თანავარსკვლავედიდან. წარმოიშვება დედამიწის კომეტა სვიფტ-ტატლის ორბიტის კვეთის დროს. მიკროსკოპიული ნაწილაკები იწვიან ატმოსფეროში და წარმოშობენ ვარსკვლავთა წვიმას. იწყებს დიდი ინტენსივობით, დროთა განმავლობაში - იკლებს. ნაკადი ავლენს აქტივობას 17 - 24 აგვისტოს, ხოლო მაქსიმუმი 12 აგვისტოს. მეტეორთა რიცხვი აღწევს 60 საათში (წყარო: wikipedia) ასევე დაგინტერესებთ:აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ ფინანსებსა და სიყვარულშიროდიდან გაუმჯობესდება საქართველოს მომავალი, მისი ასტროლოგიური რუკის მიხედვით - ასტროლოგი მძიმე კოსმიური პერიოდის შესახებ"ამ პერიოდში შესაძლოა წარსულში მიტოვებული ადამიანები გამოჩნდნენ" - როგორი იქნება მომდევნო 5 თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვისაგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - როგორი პერიოდი ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანსნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24267 შეფასება არ არის
|