x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა კოღოს საყვარელი სისხლის ჯგუფი
image


ციმბირის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნირებმა დაადგინეს რომელი სისხლის ჯგუფის ადამიანებს კბენენ კოღოები ყველაზე ხშირად, კვლევის შედეგები სასწავლებლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.


სპეციალისტების მტკიცებით, კოღოსთვის ყველაზე მიმზიდველი მსხვერპლი აღმოჩნდა ადამიანები I ჯგუფის სისხლით, კვლევის შედგების მოხედვით მწერები ორჯერ უფრო მეტჯერ კბენენ ამ სისხლის ჯგუფის ადამიანებს, ვიდრე მომდევნო II ჯგუფის წარმომადგენლებს.


ამის გარდა კოღოებზე მოქმედებს სხეულის ტემპერატურა, სისხლის მიმოქცევის ზედაპირული აქტივობა, სუნი და მეტაბოლიზმის დონე.


"კოღო ზრდასრულ ადმიანს უფრო კბენს, ვიდრე ბავშვს, ფეხმძიმე ქალებს და ადამიანებს წონის მაღალი ინდექსით, ასევე იმათ, რომლებიც ფიზიკურად შრომობენ"-ნათქვამია კვლევის შედეგებში.


ზაფხულის პერიოდში ტურისტებისთვის სახიფათოა აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, ოკეანეთი ეკვადორულ-ტროპიკული კლიმატით და ევრაზიის ზოგიერთ ქვეყანაში მოგზაურობა, რადგან ფართოდაა გავრცელებული სახიფათო ინფექციურ-პარაზიტული დაავადებები, რომლის გადამტანიც სწორედ კოღო, ტკიპა, რწყილი, ქინქლა და სხვა მწერები არიან, როგორც წესი ტროპიკული ინფექციები მძიმე ფორმებს იღებს და რთულად ექვემდებარება მკურნალობას.


1
988
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
988
  
2019, 10 აგვისტო, 0:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1