x
image
melody_inside
9  სამედიცინო ტესტი - რისკების შეფასება  ექიმთან ვიზიტის გარეშე 
image


იმისთვის, რომ იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროთ სრული სამედიცინო გამოკვლევა, წერს Dobré rady a nápady. თუმცა, სხეულის მდგომარეობაზე დაკვირვება ექიმთან დაგეგმილ ვიზიტამდეც უნდა მოხდეს. ამისთვის არსებობენ დამოუკიდებელი ტესტები, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული დაავადებები აღმოაჩინონ პირველი სიმპტომების გამოჩენამდე.





აი რამდენიმე მარტივი მანიპულიაცია, რომლებიც დაგეხმარებათ შეაფასოთ დაავადების განვითარების რისკი და დროულად გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.



1. გულის და ფილტვების დაავადებები.


imageperiskopi



მოათავსეთ თითები გადაბრუნებული J-ის ფორმაში და ფრჩხილები ერთმანეთს მიაჭირეთ. შეხედეთ ფრჩხილებს შორის არსებულ პატარა დაშორებას. თუ ის არის, მაშინ გული და სხვა შინაგანი ორგანოები წესრიგშია.



ფრჩხილებს შორის დაშორება არ არის? გასწორებული ფრჩხილები შედეგია სისხლში არსებული ჟანგბადის დაბალი დონისა. ჟანგბადის დეფიციტს მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, გულის, ფილტვების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებაც კი.


2. ინსულტი და გონებასუსტობა.




image

motika



ამ ტესტისთვის დაგჭირდებათ წამზომი. აწიეთ ერთი ფეხი ისე, რომ თეძო იატაკის პარალელური იყოს და შეყოვნდით.



20 წამი გაძელით თუ მეტი? შესანიშნავია: ინსულტი და ადრეული დემენცია მოსაალოდნელი არაა. და პირიქით: ერთ ფეხზე ბალანსირების სირთულე შესაძლებელია თავის ტვინის წვრილი კაპილარების დაზიანების გამო.




3. ანემია.



image
periskopi



დადექით სარკის წინ და ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო. როგორც წესი, მისი ფერი ღია ვარდისფერი უნდა იყოს. ანემია დაკავშირებულია ჰემოგლობინის უკმარისობასთან. სხეულის კუნთები და ქსოვილები ცოტა ჟანგბადს ღებულობენ და 100%-ით ვერ მუშაობენ. თუ შეამჩნიეთ ფერმკრთალობა, გადაღლა ან ქოშინი, უმჯობესია შეასრულოთ ტესტები და გაარკვიოთ რკინის დონე სისხლში.



4. ჰორმონალური დისბალანსი და მკვებავი მიკროელემენტების დეფიციტი.


image

answers.ambebi



თმის ცვენა- ბუნებრივი პროცესია. ექიმები ამბობენ, რომ ჩვენ 50-დან 100 ღერ თმამდე ვკარგავთ დღეში. მაგრამ, მშვიდად რომ იყოთ, მარტივი ტესტის გაკეთება შეგიძლიათ.



თმები უნდა იყოს მშრალი და სუფთა. აიღეთ ცოტაოდენი თმა და თითებით მოქაჩეთ. დიდი ძალისხმევა არ დაატანოთ. თუ ხელში თმის 2-3 ღერია, ყველაფერი წესრიგშია. ხოლო, თუ მეტია, მაშინ უნდა მიმართოთ ტრიხოლოგს.



თმის ცვენას მრავალი მიზეზი აქვს: სტრესი, არასწორი მოვლა, ჯანმრთელობასთან არსებული სერიოზულ პობლემები. თმები რბილია ჰორმონალური დისბალანსის ან მკვებავი ნივთიერებების დეფიციტის გამო.და ამ ფაქტის იგნირირება არ შეიძლება.


5. გვირაბის სინდრომი.




image
answers.ambebi



ეს ტესტი ოფის-მუშაკების, მხატვრების და მოტოციკლისტების პროფესიულ დაავადებას -მაჯის არხის სინდრომს ააშკარავებს.


ასწიეთ ხელები ისე, რომ წინამხრები სახის პარალელურად იყოს. შეეცადეთ ხელის გულის ზედა ნაწილს თითებით მისწვდეთ. შეყოვნდით 1-2 წუთი. თუ ხელის მაჯებში და თითებში ჩხვლეტა, გაბუჟება ან ტკივილია, ნიშანი შეიძლება იყოს მაჯის არხის სინდრომისა.



გვირაბის სინდრომი აღიძვრება მაშინ, როდესაც გარე ქსოვილი ზეწოლას ახდენს საშუალო ნერვს. დროული მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში ტკივილი და გაბუჟება მხოლოდდამხოლდ გაძლიერებას დაიწყებს. ხოლო ხელის უმნიშვნოლო მოტორიკაც კი პირიქით, უარესდება.


6. დიაბეტი.


image

telegrafi



თქვენ დახმარება დაგჭირდებათ კიდევ ერთი ტესტის გავლისთვის. მოამზადეთ საშლელიანი უბრალო ფანქარი. დამხმარე ტერფზე და ფეხის თითებზე უნდა შეგეხოთ ფანქრის წვერით და უკან მხარით. შეგიძლიათ თუ არა შეხედვის გარეშე თქვათ, ფანქრის რომელი მხარე შეგეხოთ მოცემულ მომენტში?


თუ თქვენ ვერ გრძნობთ სრულ შეხებას, მაშინ ფეხზე ნერვული დაბოლოებები ცუდად მუშაობენ. მგრძნობელობის დაქვეითება მიანიშნებს ნერვოპათიაზე - დიაბეტის გამო ნერვის დაზიანება.



7. არტერიებთან დაკავშირებული პრობლემები.


image

motika



დაწოლილ მდგომრეობაში ფეხები ასწიეთ 45 გრადუსიანი კუთხით და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. ახლა დააკვირდით ფეხების ფერს. ძალიან ფერმკრთალი ( თითქმის თეთრი) ფეხები და თითები სისხლის ცუდი მიმოქცევის ნიშანია დაბინძურებული არტერიების გამო. ფერის შეცვლა შეიძლება ერთ ფეხზე ან ორივეზე.



პერიფერიული არტერიები სისხლით ამარაგებენ კიდურებს. როდესაც არტერიის სანათურები დაბლოკილია, კუნთები ვეღარ ღებულობენ ჟანგბადს და წარმოიქმნება უსიამოვნო სიმპტომები: დაბუჟერა, ტკივილი და სპაზმები. პერიფერიული არტერიების ამ დაავადებას თავიდან არ გააჩნია სიმპტომები. მკურნალობის გარეშე მას გულის შეტევამდე (ინფაქტი) და ან ინსულტამდე მივყავართ.


8. სმენა.


image

periskopi



ამ ტესტისთვის დაგჭირდებათ წყნარ ოთახში ჩაკეტვა. მიიტანეთ ხელი ყურთან და გაუსვით ერთმანეთზე თითები. გესმით ხმა? ახლა ნელა გაწიეთ ხელი 15 სანტიმეტრზე. კიდევ გესმით ხახუნის ხმა? გილოცავთ. თქვენი სმენა წესრიგშია. არ დაგავიწყდეთ პროცედურის გამეორება მეორე ყურზეც.




9. გულის და სისხლძარღვების მიდრეკილება დაავადებებისადმი.

image

crnobelo


თუ გსურთ ამ ტესტის გავლა, მოგიწევთ პატარა კიბეზე გასვლა. გააკეთეთ რამდენიმე ნაბიჯი ( 8-12) და იმღერეთ. ასევე შეგიძლიათ მაგალითად ვინმეს დაურეკოთ და ესაუბროთ. თუ გული „ამოგივარდათ“, მაშინ არ შეგიძლიათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაკონტროლება, თქვენი ფილტვები კი დატვირთვას ვერ უმკლავდებიან.


ყურადღება! დამოუკიდებელი ტესტები ვერ ცვლის სამედიცინო გამოკვლევას!



იხილეთ ასევე:



საშიშია თუ არა კონდიციონერი ბავშვებისთვის? კონდიციონერი - კარგია და საჭიროა. რა თქმა უნდა, თუ სწორად იყენებთ მას! საჭიროა: 1. მოწყობილობის ყურადღებით შერჩევა. ინტენსიურობის რეგულირების და ჰაერის ნაკადის მიმართულების რეგულირების შესაძლებლობა. 2. ინსტრუქციის შესწავლა...

ექიმები ამ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავენ! სხვაგვარად ვინღა იყიდის წამლებს აფთიაქში?? აი ეს საიდუმლო: 1. დიზენტერია გადის _ 5 სთ-ში 2. სალმონელოზი _ 5 სთ-ში 3. კუჭის წყლული _ ერთ კვირაში 4. კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ) _ერთ კვირაში 5. დისბაქტერიოზი _ ერთ კვირაში 6. მწვავე აპენდიციტი _ 5 სთ-ში თქვენ იკითხავთ _ ეს როგორ? ძალიან მარტივად. წა...

სიცივეების დაწყებასთან დაკავშირებით ექიმებმა ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვის ეფექტური და იაფი საშუალებების არსებობა შეგვახსენა. იმუნიტეტის გასაძლიერებლად ყველაზე მნიშვნელოვან ვიტამინებს წარმოადგენს ციტრუსებში შემავალი С და В12 ვიტამინები. ადამიანის ორგანიზმი ასევე საჭიროებს სელენს და მანგანუმს. სელენი გვხვდება შვრიაში და წიწიბურაში, ხოლო მანგანუმს...

ხარ გაფრთხილებული - ნიშნავს, ხარ შეიარაღებული. 1. მისცე უფლება შევიდეს უკანა კარებში დაცვის გარეშე, ამგვარად დაფეხმძიმება შესაძლებელია. როგორ? შესვლისას, უფრო სწორად კი დამთავრებისას, სპერმა ყოველთვის შიგ არ რჩება - მას შეუძლია გადმოვიდეს და დანიშნულების ადგილზე მოხვდეს. 2. პრეზერვატივის კბილებით გახსნა.

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ რუსი პროფესორი სერგეი ბუბნოვსკი ამტკიცებს, რომ მან იპოვა ყველაზე წარმატებული მეთოდი იმუნიტეტის ამაღლებისთვის. ამისთვის კი აუცილებელია გამოიყოს ჩვენი დროის მხოლოდ 15 წამი. თუ თქვენ სუსტი იმუნიტეტი გაქვთ, ხშირად იტანჯებით გრიპით და გაციებით, ან შეგაწუხათ

3
1399
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1399
  
2019, 11 აგვისტო, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 9 აგვისტო, 20:40
მადლობა :-)
2019, 9 აგვისტო, 18:58
ყოჩაღ უმაგრესი სტატიაა, შემეცნებითი რაც ასე დეფიციტურია ამ პორტალზე.
0 1 3