x
განადგურების პირას მყოფი სოფელი
imageimageimage


image
ველო მოგზაურობაში ვიყავით მე და ჩემი მეგობრები, დავიწყეთ მარშრუტი სოფელ კარსისწყალიდან სადაც მცირე დროით შევყოვნდით და მოვასწარი მოსახლეობის გაცნობა.

ძალიან მძიმე სურათი დაგვხვდა... გიზიარებთ ჩემს მაშინდელ ჩანაწერს.

კასრისწყალი (სოფელი შირაქის ვაკეზე, ადმინისტარაციულად ექვემდებარება ახმეტის მუნიციპალიტეტს. ზღვის დონიდან 500 მეტრზე, (ტერიტორიულად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს). აქ არის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ალვანისა და ქვემო ალვანის მეცხვარეების საზამთრო საძოვრების ცენტრალური დასახლება.)

ეს არის მცირე ინფორმაცია რასაც გუგლში ამოიკითხავთ... )))


ადგილზე ჩასულები სხვა განზომილებაში გადაინაცვლებთ,

ძალზედ საინტერესო და ამავდროულად მძიმე სურათი დაგხვდებათ...

ფართოდ გაშლილი ქუჩები და ჩამოკონკილი სახლები,

ავარიული შენობები, ნასახლარები...

სკოლა და ბაღი დაბზარული კედლებით და არაკვალიფიციური პედაგოგებით.

კლასში ორი მოსწავლით და 24 წლის დირექტორით )))

სოფლისთვის უცხო ხილია მაღაზია, აფთიაქი, ტაძარი, სკვერი და კიდევ ბევრი რამ რისი ჩამოთვლაც გამიჭირდება..

მოსახლეობაში მრავალფეროვნება შეინიშნება, ცხოვრობენ როგორც ქართველები ასევე: თათრები, სომხები, რუსები.

კონტაქტის დამყარების მცდელობამ სხვა ეროვნების ხალხთან კრახად ჩაიარა )))

ძალით ამოგლეჯილი პასუხები რუსი ქალბატონისგან და ჩვენზე, ველომოყვარულებზე გაკეთებული კომენტარი

"ანი ნენარმალნიეე" გადაულაპარაკა გვერძე მდგომს. )))

თუმცა თუში ქალბატონი აღმოჩნდა ენა წყლიანი, რომელიც გვიყვება რომ 30 წლის წინ სოფელი ყვაოდა და მოსახლეობაც მრავლობდა...

ალბათ ბევრი მიზეზია რატომ განიცადა სულ მცირე დროში სოფელმა ასეთი ტრანსფორმაცია.

მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სიღატაკე და უპატრონობაა!

ხო და მახსენდება მიხა ხელაშვილის გენიალური ლექსი "ბინდისგერია სოფელი"

თუმცა აქ სიკვდილს სიღატაკემ დაასწრო სოფლის აოხრებაში.

0
100
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი ნიკოლოზიშვილი
თამარი ნიკოლოზიშვილი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0