x
image
ელენე გუმა
"სტატუსის დადება არ შემიძლია...სიბრაზისგან ”ვსკდები ”და მეტირება , მხოლოდ ერთს ვიტყვი..."
image
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში შინდისის გმირების ბოლო ფოტოს აშეარებს და სტატუსს აქვეყნებს.


როგორც ჩარკვიანი წერს, მსოფლიომ იცის ვინ და როდის დაიწყო ომი!


მისივე თქმით, ისტორია შემოინახავს საკუთარი ქვეყნის ”დამძირველთა” და ცილისმწამებელთა სახელებს!



"ეს ის დღეა, სტატუსის დადება, რომ არ შემიძლია სიბრაზისგან ”ვსკდები ”და მეტირება, მხოლოდ ერთს ვიტყვი- ერთმნიშვნელოვნად ყველა, უკლებლივ, ვინც ცდილობს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია - ანუ პრაქტიკულად რუსეთის მაღალჩინოსნების პოზიცია გაამაგროს და ომის პროვოცირება საქართველოს დააბრალოს, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნეა ან უარესი და კარგად ვიცით რაც ჰქვია ”მას”, ყველა ქვეყანაში ერთი სახელი აქვს!


ბევრჯერ გავიმეორებ, იმ საქართველოს, რომელიც რამდენჯერმე ააოხრა ოკუპანტმა, აგერ უახლეს ისტორიაში და ანექსია მოახდინა, თავად პუტინმაც კი აღიარა, რომ 2006 წლიდან ვემზადებოდი ამ ომისთვისო, მიუხედავად ამ განცხადებისა, დღევანდელი ხელისუფლების ”მანქურთები”ცდილობენ საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულონ და დაივიწყონ, რომ მთელი მსოფლიო, (გარდა ორი -რუსეთის მომხრე ქვეყნისა, მათ შორის ვენესუელა, ნაურუ) მთელს მსოფლიოში, ყველა საქართველოს მიემხრო ერთმნიშვნელოვნად, რადგან მსოფლიომ იცის ვინ და როდის დაიწყო ომი! ისტორია შემოინახავს საკუთარი ქვეყნის ”დამძირველთა” და ცილისმწამებელთა სახელებს! ომი ყველგან და ყოველთვის, მსოფლიოში ცნობილმა აგრესორმა რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო და უკვე მერამდენედ!!!!!! ეს სტატუსი ჩემგან, ”ლაგამამოდებულებს”!"

1
693
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
693
  
2019, 10 აგვისტო, 0:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1