x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
უფოლოგებმა დედამიწისკენ მომავალი უცხოპლანეტელთა ფლოტი შენიშნეს

imageუფოლოგებმა დედამიწისკენ მომავალი უცხოპლანეტელთა ფლოტი შენიშნეს
უფოლოგებმა გაანალიზეს ნასას მიერ გამოქვეყნებული სურათები, რომელიც გდაღებულია მზის და ჰელიოსფერული ობსერვატორიის მიერ და განაცხადეს, რომ უცხოპლანეტელთა ფლოტი მოფრინავს დედამიწისაკენ. -იტყობინება argumenti.ru.

აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს უცნობი წარმოშობის ობიექტები ნათელი შუქებით. ექსპერტების აზრით, ფიქსირებული ობიექტები არ არის ხმელეთის მოწყობილობები. ზოგი მათგანი ბოლომდე დარწმუნებულია საკუთარ ვარაუდში, რადგან მათ უკვე ასეთი ფლოტები არაერთხელ შეხვედრიათ.

სხვა უფოლოგების მტკიცებით, უცხოპლანეტელები ჯგუფებად იყოფა. პირველი ჯგუფი მოფრინავს დედამიწაზე კაცობრიობის დამონების მიზნით, ხოლო, მეორე ჯგუფი მოდის მზისკენ, როგორც ენერგიის წყაროსკენ.

მიმდინარე წლის მაისში აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ წყნარ ოკეანეზე წვრთნის დროს, მფრინავებმა შენიშნეს დაუდგენელი მფრინავი ობიექტები.

1
1432
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1432
  
2019, 11 აგვისტო, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1