x
image
მაკა ნიკვაშვილი
ეს ფიასკოა! ქეით მოსის მიკრო -მინი და "ცელულიტიანი“ ფეხები, რომელიც შეუმჩნეველი არავის დარჩენია

image

ცოტა ხნის წინ, ნიუ - იორკში "Saint Laurent" - ის მამაკაცის ხაზის ახალი კოლექციის ჩვენება მოეწყო. ღონისძიებას არაერთი ცნობილი და გავლენიანი ადამიანი ესწრებოდა, რომელთა შორის ლეგენდარული მოდელი და მსახიობი ქეით მოსიც იყო. საღამოზე, 45 წლის ბრიტანელი სუპერმოდელი გამოჩენისთანავე ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად, ერთ - ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოდელმა საკმაოდ თამამი, სამოსის წყალობით სრული "ფიასკო" განიცადა. ულტრამოკლე კომბინიზონში მოდელის ზედმეტი კილოგრამები და არც თუ იდეალური ფეხები დამსწრე საზოგადეობას ყურადღების მიღმა არ დარჩენია. თუმცა, თავად ქეით მოსს ეს ფაქტი დისკომფორტს ნაკლებად უქმნიდა. მთელი საღამოს განმავლობაში, ფოტოგრაფების წინაშე ის თამამად პოზირებდა და კოლეგების წრეში, დროს საკმაოდ მხიარულად ატარებდა. ვერაფერს იტყვი, გამბედაობა "სტილის ხატს" ნამდვილად არ აკლია.


imageimageimageimage



0
1536
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1536