x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
23 წლის ამერიკელმა გოგომ ცარიელი ხელებით უზარმაზარი ლოქო დაიჭირა

image 23 წლის მეთევზემ და მონადირემ ჰანნა ბარონმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შტატ ალაბამაში ცხოვრობს, შიშველი ხელებით დაიჭირა უზარმაზარი ლოქო. გოგონამ ლოქოსთან ერთად გადაღებული სურათი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე დადო, მისმა ნადავლმა ქსელის მომხმარებლების განცვიფრება და აღტაცება გამოიწვია-წერს "Daily Mirror"-ი.
თევზაობისას გოგონა მხოლოდ ბიკინებში, შორტებში და სპეციალურ ფეხსაცმელებში იყო. ჰანნა თავით ჩაეშვა ტბაში და უზარმაზარ ლოქოსთან ერთად ამოყვინთა.
გოგონამ ერთი ხელი პირში ჩაუყო უზარმაზარ თევზს, მეორე კი ლაყუჩში ჩაავლო და ასე ამოიყვანა ნაპირზე ლოქო.
ჰანნას თქმით ის ხშირად იჭერს და უკანვე უშვებს ტბაში ლოქოებს, თუმცა ეს შემთხვევა გამონაკლისი იყო. თევზაობის ამ ტექნიკას (რა დროსაც ცარიელი ხელებით იჭერენ თევზს), რომელსაც იყენებს ჰანნა ბარონი "ნუდლინგს" ეძახიან. თევზაობის ეს მეთოდი გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ამერიკაში.
როგორც წესი ასეთი ხერხით თევზაობისას მეთევზეები იყენებენ ხელთათმანებს, რომელიც მეთევზის მტევანს იცავს დაზიანებებისაგან და ტრავმისაგან.
ლოქოს კბილები არა აქვს, მაგრამ პირის დახურვისას ზიანის მოტანა მაინც შეუძლია მეთევზისათვის.
imageimageimageimageimageimageimageimageimage









0
241
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
241