x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი
image
ორსულობის დროს მიღებული ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე. ბავშვი შესაძლოა დაიბადოს ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომით. დღემდე დაუდგენელია ის მინიმალური ალკოჰოლის რაოდენობა, რომელიც იწვევს ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომს. არ არსი დამტკიცებული, რომ ალკოჰოლის მცირე დოზები უსაფრთხოა. ალკოჰოლი ცირკურირებს ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში და პლაცენტის საშუალებით ხვდება ნაყოფში. რის გამოც ნაყოფი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადს, რაც გავლენას ახდენს ცენტრალურინერვულის სისტემის განვითარებაზე. ნაყოფის დაზიანების სიმძიმე დამოკიდებულია ალკოჰოლის მიღების ინტენსიობაზე და იმაზე, თუ განვითარების რომელ სტადიაზე მოხდება ალკოჰოლის მიღება.

რადგანაც სინდრომი ფარავს პრობლემების ფართო სპექტრს, იგი მოიცავს ბევრ შესაძლო პრობლემას. ფიზიკური პრობლემებიდან აღსანიშნავია: ახალშობილის სხეულის მცირე ზომები; მნიშვნელოვნად მცირე წონა; ნეკნებისა და გულმკერდის ძვლების დეფორმაცია; სახის ანომალიები, როგორიცაა ჩამოწეული ქუთუთოები, თვალების კოორდინირებული მოძრაობის დეფიციტი, ცხვირის ჩაღრმავებული ხიდი, ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის ჩაღრმავებლის უქონლობა, ღია სასა, პატარა ყბა, დეფორმირებული ყურები; აღენიშნებათ ასევე შინაგანი ორგანოების დეფიციტი, როგორიცაა გულის ანომალიები, თირკმლის დეფექტები. image

ფსიქიკურ გავითარებს რაც შეეხება, ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომისთვის დამახასიათებელია სუსტი მეხსიერება, სწავლის სირთულეები, იმპულსურობა, გაფანტულობა, ჰიპერაქტიურობა, მოქმედების დაგეგმის პრობლემები, პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების სიმწირე, განსჯის უნარის დაქვეითება, მეტყველების პრობლემები, უმეტესათ მიმართული მეტყველების გაგების სირთელე და ასევე აღენიშნებათ ქცევის დარღვევები.

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი ქრონიკული და შეუქცევადი ხასიათის მდგომარეობაა. ბავშვებს სიპტომატურად მკურნალობენ თანდაღოლილი დეფექტის ხასიათის მიხედვით. ხშირად საჭიროა ქირურგიული ჩარევა გულის თანდაყოლილი მანკების, სახისა და კიდურების დეფექტების გამო. ბავშვებს მუდმივი მკურნალობა ესაჭიროება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა დაზიანების გამო.


მნიშვნელოვანია ბავშვთა განვითარების სტიმულაციის მიზნით, ადრეული ასაკიდანვე მათი სპეციალური დახმარება: ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, მეტყველების თერაპია, ფსიქოლოგის კონსულტაცია და ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამები.

როგორ ვასწავლოთ ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის მქონე ბავშვებს?

რადგანაც ბავშვებს სხვადასხვა სახის განვითარების პრობლემები აქვთ მათთვის საჭიროა შესატყვსი სასწავლო პროგრამა. სწავლის უნარის გასაუმჯობესებლად ეფექტურია: მარტივი, ლაკონური ინსტრუქციბის მიცემა; გაკვეთილის დაყოფა რამდენიმე მონაკვეთებად მცირე შესვენებებით; ახალი მასალის ათვისება უნდა ხდებოდეს კონკრეტულ მოქმედებაში და ბევრი თვალსაჩინოებით, სჯობს დასასწავლი ქცევები პარტნიორთან ერთად გამეორება, შემდეგ კი დამოუკიდებელი გამეორებების წახალისება; როცა ერთი აქტივობა სხვა აქტივობით უნდა შეიცვალოს საჭიროა ბავშვის წინასწარ გაფრთხილება; ყოველთვის უნდა აღნიშნოთ ბავშვის წარმატება და წაახალისოთ დამოუკიდებელი მოქმედებისთვის; ბავშვთან თამაშის დროს ეცადეთ გაახმოვანოთ თქვენი მოქმედებები, ისაუბრეთ ბავშვთან მკაფიოდ და მშვიდი ტონით. თამაშისას გამოიყენეთ ბევრი საგანი, კუბიკი, პლასტელინი, ფანქრები და საღებავები. ყოველივე ეს უნდა ემესახურებოდენ ბავშვის ინიციატივის ზრდასა და სენსომოტორული ფუნქციების განვითარებას. ბავშვებს უნდა ჰქონდეს დღის მყარი რეჟიმი. ბავშვის აღზდის პროცესში სასარგებლოა გარკვეული წესების დადგენა. მისი შეხსენებისას კი მიზანშეწონილია მოკლე ფრაზების გამოყენება მშვიდი ტონით. არა საჭირო კამათი და მსჯელობა უკვე დადგენილი წესების შესახებ. თავიდან უკარნახეთ, როგორ უნდა მოიქცეს და რა გააკეთოს. შეიძლება რამდეჯერმე მოგიწიოთ გამეორება, ნუ გამოხვალთ წყობიდან. ეცადეთ მშვიდად გაიმიმეოროთ რას მოითხოვთ ბავშვისგან და არ დაგავიწყდეთ იმის შეხსენება, რომ შესანიშნავად ახერხებს ამის გაკეთებას. image

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0