x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თქვენისთანა ნაძირლებს არ ვემსახურებიო, მოსალოცად გაქვთ საქმე, ამხ. ქოცებო! "- ლევან ბერძენიშვილი მაღაზიიდან გააძევეს

image


"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში იმ ვიდეო მასალას აქვეყნებს, სადაც ცოტა ხნის წინ, მაღაზიაში მომსახურებაზე მას უარი უთხრეს და ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს. პოლიტიკოსის განცხადებით, ის ნავთლუღში, აგროსერვისის მაღაზიაში სპეციალური ქიმიკატის შესაძენად იყო მისული, რომლის ყიდვის საშუალებაც ადგილზე მას უბრალოდ არ მისცეს. "ნავთლუღში, აგროსერვისის მაღაზიაში გამყიდველმა თუ მეპატრონემ ლოკოკინებთან საბრძოლველი ქიმიკატი არ მომყიდა, თქვენისთანა ნაძირლებს არ ვემსახურებიო. მოსალოცად გაქვთ საქმე, ამხ. ქოცებო!" - დაწერა ლევან ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში.








0
340
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
340