x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96711
  • ვიდეო:343724
  • სურათი:458600
როგორ შეიქმნა შუქნიშანი
imageმე-20 საუკუნის ოციან წლებში აშშ -ში ავტომობილი უკვე აღარ იყო ფუფუნების საგანი, ჰენრი ფორდის 1916 წლის ლეგენდარული მოდელი Ford T საშუალოდ 440 დოლარი ღირდა, იგივე ფორდის ქარხნის მუშები თვეში 100 $-ს გამოიმუშავებდნენ, უკვე ნათელი იყო ის ფაქტი, რომ ამერიკაში ავტომობილები მომრავლდა, ინფრასტრუქტურა კი ჩამორჩებოდა.


სწორედ იმ პერიოდში იქცა ნიუ-იორკი იმ ქალაქად, რომელსაც დღეს ვიცნობთ, ქუჩები გადატენილი იყო ავტომობილებით, ინტენსიური მოძრაობა რეგულირებას ითხოვდა.

imageითვლება, რომ პირველი შუქნიშანი ლონდონში დაიდგა 1868 წელს ლონდონში, პარლამენტის წინ, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის, ეს იყო სემაფორი, ისეთი როგორც რკინიგზაზე იდგა და ისრით რეგულირდებოდა, ღამით გაზის ფანარით ნათდებოდა და ერთ დღესაც აფეთქდა(1869 წელს) და დაჭრა გვერდით მდგომი პოლიციელი.


მეხუთე ავენიუ(დღესაც არის) იყო ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ქუჩა, სწორედ იქ გადაწყდა, დაედგათ პირველი ნახევრადავტომატური შუქნიშანი.


ქუჩაში იდგა უზარმაზარი კიოსკები, სადაც პოლისმენები ისხდნენ, ასე გაგრძელდა 1929 წლამდე, სანამ პირველი ავტომატური შუქნიშანი დადგებოდა,

imageპირველი შუქნიშანი 1914 წელს კლივლენდში დაიდგა, რომლის ავტორი იყო ჯეიმს ჰოგა, ორი სიგნალით-მწვანე და წითელი, რომელსაც მართავდა პოლიციელი კიოსკიდან.თუმცა მძღოლები ვერ ხვდებოდნენ რა საჭირო იყო შუქმიშანი, რადგან მოძრაობა კლივლენდში იმ დროისთვის საკმაოდ მწირი იყო.


სულ სხვა სიტუაცია იყო დეტროიტში, "მოტორების ქალაქში", სწორედ აქ 1920 წელს პოლიციის უფროსმა უილიამ პოტსმა ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადო საკუთარი ფული 37 დოლარი და შექმნა უკვე სამ სიგნალიანი შუქმიშანი- დაამატა ყვითელი ფერი.

იმავე წელს უილიამ პოტსის შუქნიშანი ნიუ- იორკში დააყენეს, ეფექტი მომენტალური იყო

, მეხუთე ავენიუდან 34-ე ქუჩამდე მისვლა მთელი 10 წუთით შემცირდა.

თუმცა კიოსკებს თავის უარყოფითი თვისებებიც ჰქონდა, ჯერ ერთი კიოსკი-კოშკები გზაჯვარედინზე ადგილს იკავებდენ, მეორეც შუქნიშნებს ადამიანის ჩარევა სჭირდებოა, იმ პერიოდში ნიუ-იორკის პოლიციელთა 10% შუქნიშნებს ემსახურებოდა, რაც სერიოზული ხარვეზი იყო.

image
1923 წელს შავკანიანმა გამომგონებელმა გერეტ მორგანმა დააპატენტა პირველი ავტომატური შუქნიშანი, ანუ როგორსაც დღეს ვიცნობთ, ავტომატურმა შუქნიშანმა დაადასტურა დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპი, ყველა თანასწორია კანონის წინაშე.


0
212
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0