x
image
ელენე გუმა
Mediator image
ტრაგედიამდე რამდენიმე წამით ადრე - ფოტოებო, რომლებიც შეგძრავთ!

image
ყველა ჩვენგანს გვინახავს ტრაგედიის ადგილას გადაღებული ფოტოები, თუმცა არსებობს ფოტოები, რომლებიც მათზე უფრო საშიშად გვეჩვენება, ეს არის ფოტოები, რომლებიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული.


უილიამ შექსპირი ამბობდა "ადამიანები თავიანთი ბედის ბატონები არიანო?, თუმცა ეს ყოველთვის ასე როდია.


ჩვენ მოვიძიეთ ფოტოები, რომელიც ამ ადამიანებმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით, ან საათით ადრე გადაიღეს, ან გადაუღეს მათ.


ამ ფოტოების გადაღებისას უბედურებას არაფერი მოასწავებდა, თუმცა...


კოსმოსური შატლ „ჩელენჯერის“ ეკიპაჟის ბოლო გზა, 1986 წლის 28 იანვარი. „ჩელენჯერი“ 73 წამის შემდეგ დაიმსხვრევა. ეკიპაჟის შვიდივე წევრი დაიღუპა.


image

ფოტოგრაფმა რობერტ ლანდსბურგმა ვულკან წმინდა ელენეს (სენტ-ჰელენსი) 1980 წლის 18 მაისის ამოფრქვევისას ფერფლის კედელი გადაიღო. ფოტოგრაფი დაიღუპა, მაგრამ ფირები სხეულით დაფარა.


image


ექთანი მაინგა ნ'სეკა 1976 წელს ებოლას ციებ-ცხელებისას. ექთანი დასნებოვნდა და ამ ფოტოს გადაღების შემდეგ მალევე დაიღუპა.


image


14 წლის კიტ სეპსფორდი სიდნეიდან იაპონიაში გადამფრენი თვითმფრინავის შასიზე დაიმალა. მოყვარული ფოტოგრაფი ჯონ გილსპინი თავის ახალ ობიექტივს ცდიდა და კიტის 60 მეტრი სიმაღლიდან ვარდნა შემთხვევით გადაიღო.


image


RIRA-ს ტერაქტი ომაში (ჩრდილოეთ ირლანდია), 1998 წლის 15 აგვისტო. დაიღუპა 29 ადამიანი, 220-ზე მეტი დაიჭრა. ფოტოზე გამოსახული მამაკაცი და ბავშვი გადარჩნენ, ფოტოგრაფი დაიღუპა.


image


უილიამ „დეივ“ სანდერსი - მასწავლებელი, რომელმაც 1999 წლის 20 აპრილს „კოლუმბაინის“ სკოლაში მასობრივი ჟლეტის დროს კაფეტერიიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანა და გადაარჩინა. თავად მკერდში 2 ტყვია მიიღო და დაიღუპა.


image


დეივ ჰოლიმ თავისი მეუღლისა და 4 წლის გოგონას უკანასკნელი ფოტო გადაიღო. ისინი რეის MH17-ის ბორტზე, უკრაინის ტერიტორიაზე დაიღუპნენ.


image


ურუგვაის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიარეისს FH-227-ის ბოლო ფოტო. თვითმფრინავი 1972 წლის 13 ოქტომბერს ანდებში დაიღუპა. 45 მგზავრიდან 27 გადარჩა. მათ გარდაცვლილთა შეჭმა მოუწიათ. 72 დღის შემდეგ მაშველებმა ცოცხალი მხოლოდ 16 ადამიანი აღმოაჩინეს.


image


რობერტ ოვერაკერმა გადაწყვიტა ნიაგარის ჩანჩქერიდან წყლის თხილამურებით გადმომხტარიყო. გარკვეულ დროს პარაშუტი უნდა გახსნილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. სწორედ ეს მომენტია აღბეჭდილი ფოტოზე.


image


ვიდეორეგისტრატორის კადრები: კომპანია TransAsia Airways-ის რეისი 235 კატასტროფით დასრულდა. ტაიბეი (ტაივანი), თვითმფრინავი აფრენიდან 3, 5 წუთში ჩამოვარდა. 58 მგზავრიდან მხოლოდ თხუთმეტი გადარჩა.


image


ჟილ ლეკლერი და მარიანა ლაბანანი - მათ სელფი პარიზულ კლუბ Bataclan-ში გადაიღეს, სადაც Eagles of Death Metal-ის კონცერტი უნდა გამართულიყო. მაგრამ კლუბში შეიარაღებული ხალხი შემოვარდა და სროლა დაიწყო. ჟილი დაიღუპა, მარიანა გადარჩა.


image


გორილა ჰარამბეს სიცოცხლის ბოლო წამები. 2016 წელს ცინცინატის ზოოპარკის ვოლიერში ჩავარდნილი ბავშვის გადასარჩენად გორილა მოკლეს.


image


უესტ მილფორდმა ეს ფოტო ნიუ-ჯერსიში ლაშქრობისას გადაიღო. მას ფოტოზე გამოსახული დათვი თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად მილფორდი დაიღუპა.


image



ამავე თემაზე:

10 საშინელი ფოტო, რომელიც ტრაგედიამდე წამით ადრეა გადაღებული (ნაწილი III)


15 საშინელი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული (ნაწილი II)

7 საშინელი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული



0
1448
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
Mediator image
1448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0