x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
კოდამა-ხის სული

თუ ხე დავარდება ტყეში და მის ხმას ვინმე გაიგონებს ამბობენ, რომ ეს კოდამას სამგლოვიარო ტირილია. იაპოინელებს ოდითგანვე სჯეროდათ ზოგიერთი ხის განსაკუთრებულიბის, თითქოს ეს ხეები სულების საცხოვრებელი ადგილი იყო, რომელთაც კოდამა ერქვათ ( Kodama木霊ან木魂).image
უძველეს ხანაში კოდამა მიიჩნეოდა როგორც კამი, რომელიც ხეზე ცხოვრობდა, ზოგიერთს მიაჩნდა, რომ კოდამა მხოლოდ ერთ ხესთან არ იყო დაკავშირებული და თავისუფლად შეეძლოთ სიარული ტყეში ერთი ხიდან მეორე ხეზე. კოდამას ხე შიძლება ვერ გაგერჩა სხვა ხეებისგან, თუ შემთხვევით ამ წმინდა ხეს მოჭრიდი კოდამა დაგწყევლიდა. ამ ქმნილებებს ჰქონდათ მაგიური ძალა იმ შემთხვევაში თუ კოდამას იქ მოსახლეხალხი არ მოუვლიდა და არ დააფასებდა, მაშინ მათ საშინელ წყევლას მოუვლენდა.

პირველად კოდამას შესახებ ნახსენებია იაპონიის უძველეს წიგნში “კოჯიკი“, სადაც ის მოხსენებულია როგორცვაკუნოჩი ნო კამიდ .ტერმინი კოდამა კი ჰეიანის პერიოდში გვხვდება პირველად ასევე ისინი მოხსენიებულნი არიან „გენჯი მონოგატარში „(ამბავი გენჯის შსახებ源氏物語; The Tale of Genji).ედოს პერიოდში კოდამამ დაკარგა თავისი სტატუსი, როგორც ტყის ღმერთის, ამიერიდან მიიჩნეოდა, რომ ეს იოკაიყველგან სახლობდა და არა მარტო ხეებზე. ზოგოერთ ნაწარმოებში ვხვდებით ამბებს სადაც კოდამა იღებს ადამიანის ფორმას, რადგან თავის საყვარელ ქალთან იცხოვროს.

აოგაშიმაზე იზუს კუნძულზე, ხალხი პატარა კრიპტომერიის ხის ქვეშ საკურთხევლებს დგავს, რათა თაყვანი სცენ და ილოცონ მათთვის . მიცუნეს სოფელში დღესაც აქვთ ფესტივალი ყოველ წელს, რომელიც იმართება კოდამებისთვის. ფესტივალზე ხალხი პატიებას და დალოცვასშესთხოვს ხის სულებს .ოკინავაში ხის სულებსკინუშის ეძახიან, ნათქვამია, რომ არსებოს ყველაზე მოხუცი კინუში, რომელსაც კიჯიმუნა ჰქვია და უძველესი ხანის კინუშების შთამომავალია.image

ვერავინ თანხმდება თუ როგორ გამოიყურებაკოდამა . უძველესი ლეგენდის თანახმად კოიოდამები ან უჩინარნი იყვნენ ან ხისგან საერთოდ ვერ გაარჩევდით.ტორიამა სეკიანმა, რომელმაც ბევრ არსებებს მისცა სტანდარტული ფორმა იაპონური ფოლკლორიდან, კოდამა დახატა ადამიანად, რომელიც ხესთან იდგა „გაზუ ჰაიაკი იაგიოთი“ ხელში . ჰაიაო მიაზაკიმ კი კოდამები გამოიყენა მის ანიმაციურ ფილმში პრინცესა მონონოკეში(もののけ姫mononoke hime). ისინი ანიმეში პატარა თეთრ არსებებად გვევლინებიან.


0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ კირკიტაძე
ნიკოლოზ კირკიტაძე
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0