x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
კახა კალაძე აგვისტოს ომის წლისთავს ეხმაურება-"ძალიან მძიმეა ის შედეგები, რაც ომმა მოგვიტანა."

image

თბილისის მერმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსნოვნას პატივი მიაგო.


„2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ომმა უამრავი უდანაშაულო ადამიანის და ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე შეიწირა. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავკარგეთ ტერიტორიები, ადამიანებმა დაკარგეს მამა-პაპისეული საფლავები, სალოცავები, დავკარგეთ ძალიან ბევრი სოფელი. ძალიან მძიმეა ის შედეგები, რაც აგვისტოს ომმა მოგვიტანა. თუმცა, ქართველი ერი არასდროს შეეგუება ოკუპაციას." - განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის განცხადებით, ქართველი ერი ყველაფერს გააკეთებს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. განათლებით, განვითარებითა და ეკონომიკური წინსვლით.

რუსეთ-საქართველოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 130 000 ადამიანი დევნილად აქცია.

სისხლიანი 8 აგვისტოდან დღეს 11 წელი გავიდა.

1
9
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
9
  
2019, 15 აგვისტო, 1:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1