x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ მოვიშოროთ საქმის გადადების მავნე ჩვევა

3 მარტივი ხერხი ამ მავნე ჩვევის მოსაშორებლად.

image

შეიძლება გინდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ სულ ამბობ, რომ მოგვიანებით გააკეთებ. ყველას ჰქონია მომენტი ცხოვრებაში, როცა უთქვამს, რომ რაიმეს გააკეთებს, მაგრამ თავი ამ საქმისთვის ვერ მოუბამს და მუდმივად მისი გადადებითაა დაკავებული, ასე ყველა მოვქცეულვართ.

მინდა დაგეხმაროთ საქმის გადადების აკვიატებული ჩვევის მოშლაში.

image

ეს რომ გავაკეთოთ ჯერ უნდა გავიგოთ თუ საიდან მოდის საქმის გადადების ჩვევა. არსებობს 3 ფსიქოლოგიური აზროვნება, რომლებიც საქმის გადადების შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზები არიან. ამ აზროვნების შეცვლით უფრო მეტს ვახერხებთ, უფრო პროდუქციულები ვხდებით. მოდით დავიწყოთ.

პირველი, რაიმეს საკმარისად კარგად ვერ გაგება.

image

მაგალითად, დაგავალეს რაიმე თემის დაწერა, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო. ამის გამო არ იწყებ. ამ დროს საუკეთესო რამ არის შენს თავს ჩამოუყალიბო გეგმა. მაგ. ჩემს თავს დავუსახე, რომ ყოველ კვირას ერთი ვიდეო რგოლი უნდა ჩავწერო, ეს ძალიან კარგია, მაგრამ შაბათ-კვირამდე არაფერს ვაკეთებდი და ორშაბათს გამოსაშვები ვიდეოს გასაკეთებლად ამ ორ დღეს ვიტოვებდი მხოლოდ.


ჩემთვის ბევრად კარგად მუშაობს ყოველდღიური მიზნების შემუშავება, ვიცი, რომ ორშაბათს ვიდეოს საკითხი უნდა შევარჩიო, სამშაბათს სათაური უნდა მქონდეს მოფიქრებული, ოთხშაბათს მონახაზი და ხშირად ისე ხდება ხოლმე, როდესაც ორშაბათს ვარჩევ ვიდეოს საკითხს, აზარტში შევდივარ, მეტის გაკეთება მინდება და ნახევარი კვირის საქმეს ერთ დღეში ვასრულებ.

image

ასე გეგმების შემუშავება გამყოფებს ყოველდღე სამუშაო ფორმაში. ხდები უფრო პროდუქციული და მეტ საქმესაც აკეთებ. იფიქრე მიზნის მიღწევისთვის აუცილებელ საქმიანობაზე, რომლის გაკეთება შეიძლება დღეს დაიწყო. შეიძლება ეს იყოს ფიტნესი, სამუშაო რეჟიმი ან თუ მწერლობაა, შენს თავს განუსაზღვრე დღეში რამდენს დაწერ.

რაც არ უნდა იყოს, დაისახე კონკრეტული მიზანი, რომელზეც ყოველდღიურად იმუშავებ.

მეორე. გადამეტებულობა

თუ ბევრი ადამიანივით ხარ, იწყებ დიდებულ რაღაცეებზე ფიქრს რასაც გააკეთებ, სამ ტომს დავწერ, 4 კმ-ს გავირბენ, მაგრამ რომ მოგიწოდო ამ ყველაფრის გაკეთებაზე ზუსტად 2 წუთში უარზე იქნებიო, ამიტომ პატარა ჩვევებით და მიზნებით დაიწყე და ეტაპობრივად გაზარდე.

რაც უფრო გიჭირს საქმის დაწყება, მით უფრო მცირე ჩვევებიდან უნდა დაიწყო, კვლევებმა აჩვენეს, რომ ჩვევების გამომუშავების დროს დროს ყველაზე რთული არის აქტივობების დაწყება, შემდგომ გაგრძელება უფრო მარტივია, შემდეგ უფრო აზარტულიც ხდება.

მესამე. განახორციელეთ თქვენი თავის მოტივაცია ჯილდოებით.

ერთ- ერთი მთავარი მიზეზი, რაც იწვევს საქმის გადადების ჩვევების გამომუშავებას არის დაგვიანებული ჯილდოები. გიჩნდება კითხვა, თუ უნივერსიტეტს 6 თვეში დავამთავრებ თეზისი ახლა რატომ უნდა დავწერო?

image

ჩვენ ყველანი ცხოველები ვართ და როცა ცდილობ ცხოველის გაწრთვნას, მისი კარგი საქციელი სწრაფადვე უნდა დააჯილდოვო. იგივე პრინციპი მოქმედებს ადამიანის შემთხვევაშიც.

მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, დაუნიშნე შენს თავს ერთი პატარა ჩვევა და არ დააჯილდოვო შენი თავი, სანამ დასახულ მიზანს, ყიველდფიურ გეგმას არ გააკეთებ, შენ ცვლილებას შეამჩნევ.

შენ თუ ამ ჩვევას დანერგავ შენს ცხოვრებაში ყოველდღიურად, უფრო მარტივად გააკეთებ იმ აქტივობებს რისი გაკეთებაც გინდა.

ხშირად კი, როცა დაიწყებ საქმის კეთებას, შეხვალ აზარტში და გააგრძელებ კეთებას. მაგრამ რამდენადაც სასიხარულოა ის რომ ახლა ამას კითხულობ, ეს ვერ შეგცვლის შენ. უნდა ყოველდღიურად დაისახო მიზანი და კონკრეტული ქმედებებით მიაღწიოს მას.

ეს არის ფსიქოლოგიური კვლევა, რომელიც მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა, რომ უფრო მეტად მიზანდასახულები და წარმატებულები იყოთ და ასევე სასიხარულო იქნება ჩვენთვის თქვენი გამოცდილება და დაკვირვება გაგვიმხილოთ.


ყველას შეგვიძლია სასურველი სიზმრის ნახვა, თუ გავაცნობიერებთ, რომ...

image

რას ამბობს თქვენი თვალის ფერი თქვენზე?

image

“ მხოლოდ ქალებისთვის!!! ", როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაცებს - ანუ როგორები უნდა იყოთ ქალებო, რომ შეგიყვარონ

image

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0