x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
რა არის აუტიზმი?
აუტიზმის სპექტრის აშლილობა და აუტიზმი არის თავის ტვინის განვითარების რთული დარღვევების ჯგუფის ზოგადი სახელი. ამ დარღვევებს ახასიათებს სოციალური ურთიერთობის, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის და განმეორებადი ქცევების სხვადასხვა სიმძიმის პრობლემები. თანამედროვე მიდგომით აუტიზმის დიაგნოზისთვის ბავშვს უნდა ჰქონდეს განვითარების ან ქცევის სპეციფიკური სულ ცოტა 6 ნიშანი მაინც, რაც გამოვლინდა 3 წლის ასაკამდე და ის არ შეიძლება აიხსნას სხვა მდგომარეობით.

არსებობს ორი სფერო, რისი მყარი დეფიციტიც აქვთ აუტიზმის მქონე პირებს. ესენია: 1. სოციალური კომუნიკაცია და სოციალური ურთიერთობები; 2. ქცევა(შეზღუდული და განმეორებადი ქცევები)

რამდენად ხშირია აუტიზმი?

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ამჟამინდელი მონაცემებით 68-დან 1 ბავშვს აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა, რაც უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში 10-ჯერ გაზრდილი სიხშირეა. კვლევების მიხედვით, ასეთი მატება მხოლოდ ნაწილობრივ აიხსნება დიაგნოსტიკისა და საზოგადოების ინფორმირების გაუმჯობესებით. ასევე კვლევებით დადასტურებულია, რომ ბიჭებში 4-5-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში. ასეთი მატების დადგენილი მიზეზი არ არსებობს, თუმცა დიაგნოზის გაუმჯობესება და გარემოს დაბინძურება ითვლება ორ მთავარ მიზეზად.


რა იწვევს აუტიზს?

არც ისე დიდი ხნის წინ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობდა.ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვიცით არის ის, რომ არ არსებობს აუტიზმის გამომწვევი ერთი მიზეზი, ისევე როგორც არ არსებობს აუტიზმის ერთი ტიპი. დადგენილია 100-ობით გენი, რომელიც არის აუტიზმის რისკის მატარებელი. შემთხვევათა უმეტესობაში გენური რისკი და გარემოს ფაქტორები ერთდროულად ზემოქმედებს განვითარებად თავის ტვინზე და იწვევს აუტიზმის ჩამოყალიბებას.გარემო ფაქტორებში შედის: ნაყოფის ჩასახვისას მშობლის (დედის ან მამის) დიდი ასაკი, მუცლადყოფნის დროს დედის ავადმყოფობა, ღრმა დღენაკლულობა, დაბადების მცირე წონა. განსაკუთრებით ისეთი ფაქტორები, რომლებიც აფერხებს ახალშობილის ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდებას. ეს ფაქტორები ცალკე არ იწვევს აუტიზმს, მხოლოდ გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაში იზრდება აუტიზმის განვითარების რისკი.

აუტიზის მქონე ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს სამყაროს. აუტიზმის ნიშნებია: სოციალური ურთიერთობის სირთულეები, კომუნიკაციის პრობლემები, განმეორებითი ქცევის სიმძიმე ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულია. აუტიზმი უმეტესად მთელი სიცოცხლის მანძილზე თანმდევი მდგომარეობაა, მაგრამ ჩარევის შედეგად ყველა ბავშვის ან ზრდასრულის მდგომარეობა უმჯობესდება, სიმპტომები მცირდება, უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები იზრდება. მიუხედავად ამისა, საუკეთესო გამოსვლის მიღწევა შესაძლებელია თუ ჩარევა დაიწყება მაქსიმალურად ადრეულ ასაკში. ასეთ შემთხვევაში გაუმჯობესება გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

კომუნიკაციის პრობლემა

პატარა ბავშვები, რომლებსაც აქვთ აუტიზმი, აგვიანებენ ტიტინის დაწყებას, ლაპარაკს და ჟესტების გამოყენებას.ზოგი ბავშვი კი, რომელსაც მოგვიანებით გამოუვლინდება აუტიზმი, კომუნიკაციური უნარების დაკარგვამდე იწყებს ტიტინსა და მარცვლების წარმოთქმას. ზოგს კი აქვს ენის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხება და მოგვიანებითაც ვერ იწყებს ლაპარაკს. თერაპიის დახმარებით აუტიზმის მქონე პირების უმეტესობა სწავლობს სამეტყველო ენის გამოყენებას და კომუნიკაციას.

მას შემდეგ, რაც ენის განვითარება იწყება, აუტიზმის მქონე პირვები უცნაურად მეტყველებენ. ზოგს უჭირს სიტყვების კომბინირება და წინადადებების სათქმელად და ამბობს ერთეულ სიტყვებს ან იმეორებს დაზეპირებულ ფრაზებს. ზოგი კი იმ ეტაპზეა, როცა ხდება გაგონილის გამეორება.

ასევე, აუტიზმის მქონე პირისთვის პრობლემურია სხეულის ენის გაგება, საუბრისას ტონალობის ცვლილება, გადატანითი მნიშვნელობების, ქარაგმებისა და სარკაზმის გაგება, ეს იწვევს კომუნიკაციის გაძნელებას, წარუმატებლობის განცდას და შეუსაბამო ქცევას.

აუტიზმის მქონე პირებს აქვთ სხვადასხვა სახის უნიკალური უნარები:

1.კონკრეტული ცნებების, წესების და მიმდევრობის გაგების უნარი;

2. კარგი ხანგრძლივი მეხსიერება;

3. მათემატიკური უნარები;

4. კომპიუტერული უნარები;

5. მუსიკალური უნარები;

6. გარემოში ორიენტაციის საუკეთესო უნარი;

7. ვიზუალური აზროვნების უნარი.

როგორ ხდება აუტიზმის მკურნალობა?

აუტიზმის მქონე თითოეული ბავშვი ან ზრდასრული უნიკალურია და ამიტომაც მკურნალობის გეგმა მორგებული უნდა იყოს კონკრეტული პირის საჭიროებებზე. როგორც წესი მკურნალობის პროცესი ინტენსიურია, მასში ჩართულია მთელი ოჯახი და პროფესიონალთა გუნდი. ზოგიერთი თერაპია შეიძლება ტარდებოდეს შინ, ზოგი კი სპეციალიზირებულ ცენტრში, ბაღში ან სკოლაში. თერაპიის დაწყებამდე კარგად ხდება თერაპიის იმ მეთოდის განსაზღვრა, რომლითაც ხდება ბავშვის მკურნალობის დაგეგმვა. ოჯახის უმეტესობა იყენებს თერაპიის ერთ მეთოდს, რომელიც ყველაზე უკეთ ერგება მათი ოჯახის მოთხოვნებს და ცხოვრების წესს. ეს თერაპიები შექმნილია სპეციალურად აუტიზმისთვის. ერთიდაიგივე მკურნალობა ყველა ბავშვისთვის გამოსადეგი არ არის. ის რაც ეფექტურია ერთისთვის, შესაძლოა მეორესთვის არ იყოს ეფექტური. ინტერვენციამდე მნიშვნელოვანია კარგად იქნას განსაზღვრული რა არის ბავშვისთვის სარგებლის მომტანი და რა ზიანის.

image

0
129
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევანი რჩეულიშვილი
ქეთევანი რჩეულიშვილი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0