x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბაზისურ ფერთა სისტემის კვლევის ახალი გზის შესახებ ქართულ ენაში
image

არც ისე ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ რაც ენათმეცნიერების მრავალმხრივ გამოყენებას დაედო საფუძველი, მისი ერთ-ერთი დარგის სემიოტიკისადმიც გაიზარდა ინტერესი და სამყაროს ნიშნების მიხედვით შესწავლაც აქტუალური გახდა.

ვინაიდან ადამიანისთვის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საინტერესოა ფერები, როგორც ესთეტიკური, ასევე სიმბოლური თვალსაზრისით, სემიოტიკას შეუმჩნევლად არ დარჩენია ის, რომ ფერებს შორის შესაძლოა იყოს გარკვეული დამოკიდებულება.

უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან აქტიურად იპყრობს ფერთა საკითხი ენათმეცნიერთა ყურადღებას, რომელთა შორის აღსანიშნავია კეი და ბერლინი. მათ დაუდეს საფუძველი ახალ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფერის ტერმინთა სისტემის ტიპს განსაზღვრავს ბაზისური ფერის ტერმინები, რომლებიც, როგორც წესი, მონოლექსემური, ფართოდ გავრცელებული და ყველასათვის ერთნაირად გასაგებია. სწორედ ბაზისური ფერის ტერმინებში აისახება, სამგანზომილებიანი ფერითი სივრცე (ფერითი კონტინუმი) როგორაა დაყოფილი, სტრუქტურირებული (ანუ ფერის რა კატეგორიები გამოიყოფა) მოცემულ ენაში. ბ.ბერლინისა და პ.კეის თეორიის მიხედვით, რომელიც ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალური მოდელის სახელწოდებითაა ცნობილი, ფერთა კატეგორიზაცია ნებისმიერად არ ხორციელდება ენაში (როგორც ამას ლინგვისტური რელატივიზმი ვარაუდობს); ავტორთა აზრით, ამგვარ დაყოფას კანონზომიერი ხასიათი აქვს; მათ ჩამოაყალიბეს ის სემანტიკური უნივერსალიები, რომლებიც ასახავენ ნებისმიერი ენის ფერთა კატეგორიზაციის კანონზომიერებებს:

  • ტერმინი უნდა იყოს მონოლექსემური, ანუ უნდა შეიცავდეს მხოლოდ ერთ ლექსიკურ მორფემას. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზისური ფერის ტერმინი არ უნდა იყოს იმ ტიპისა, როგორიცაა ქართულში მუქი ყავისფერი, მომწვანო-მოყვითალო და ა.შ

  • მისი სიგნიფიკატი არ უნდა შედიოდეს რომელიმე სხვა ტერმინის სიგნიფიკატში, ე.ი არ უნდა იყოს იმ ტიპისა, როგორიცაა ინგლისურში crimson (მუქი წითელი) და vermilion (კაშკაშა წითელი); რამდენადაც აღნიშნული ტერმინები წითელი ფერის ნაირსახეობაა, რაც დაუშვებელია ბაზისური ფერისთვის.

  • მისი გამოყენება არ უნდა შემოიფარგლებოდეს ობიექტთა ვიწრო კლასით, ე.ი არ უნდა იყოს იმ ტიპისა, როგორიცაა ქართულში ქერა, შავგვრემანი, ინგლისურში blond და ა.შ

  • უნდა იყოს საზოგადო, შედარებით ხშირი და თვალსაჩინო. ე.ი არ უნდა იყოს იმ ტიპისა, როგორიცაა ინგლისურში puce (მოწითალო ყავისფერი), ქართულში ყირმიზი, ლიბრედი და სხვა. ინგლისური მოქნილი ტერმინი რომ გამვიყენოთ, არ უნდა იყოს salient (ხშირად მოხსენიებული). ამ ნიშნის დაზუსტების საჭიროებას ავტორები გრძნობენ და დამატებით აღნიშნავენ: ფერთა ტერმინების სიაში, როცა ინფორმატები ფერთა ტერმინებს ასახელებენ, ბაზისური ფერის ტერმინები, უმეტესად, სიის პირველ ათეულშია და სტაბილურია ინფორმატების მიმართება მათთან გამოყენების თვალსაზრისით, ეს ტერმინები ყველასათვის ნაცნობი და გასაგებია.

ამგვარად განსაზღვრეს ძირითადი კრიტერიუმის ის ოთხი პუნქტი, რომელთა მეშვეობით შესაძლოა დავადგინოთ ფერის ტერმინის ბაზისურობა. თუ რომელიმე ამ პუნქტის შემოწმება ჭირს, ბაზისურობის დასადგენად დამატებითი კრიტერიუმი გამოიყენება, რომელიც შემდეგ ოთხ პუნქტს მოიცავს:

  • ტერმინი ისეთი დისტრიბუციული სიმძლავრის უნდა იყოს, როგორიც უკვე დადგენილი ბაზისური ფერის ტერმინია.

  • ტერმინის ბაზისურობა საეჭვოა თუ იგი იმ საგნის სახელია ან შეიცავს მინიშნებას იმ საგანზე, რომელსაც ეს ფერი ახასიათებს.

  • საეჭვოა ნასესხები სიტყვების (შედარებით ახალ ნასესხაობათა) ბაზისურობა.

  • როცა ლექსემური სტატუსის გარკვევა ჭირს, მორფოლოგიური სირთულე გამოდგება მეორეულ კრიტერიუმად-მორფოლოგიურად არამარტივი სიტყვა ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ბაზისური იყოს.
აღსანიშნავია მათ მიერ ჩამოყალიბებული ბაზისურ ფერთა ნუსხა, რომელიც 11 ფერისაგან შედგება. ინგლისელ ინფორმანტთა გამოკითხვის საფუძველზე შეადგინეს: black, white, red, yellow, green, blue, brown, orange, purple, pink, grey.

ავტორები გვთავაზობენ იმ კრიტერიუმებსაც, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბაზისურად მიჩნეული ფერი.

ასევე მათ დაადგინეს კანონზომიერება, რომელიც, მათი მოსაზრებით, ნებისმიერ ენაში არსებულ ბაზისურ ფერთა განსაზრვრაზე აისახება:

1.ყველა ენაში არსებობს ბაზისური ფერის ტერმინები [თეთრი] და [შავი] კატეგორიებისათვის.

  • თუ ენაში ბაზისური ფერის სამი ტერმინია, მაშინ აქ წარმოდგენილია ბაზისური ფერის ტერმინი კატეგორიისათვის- [წითელი];
3.თუ ენაში ბაზისური ფერის ოთხი ტერმინია, მაშინ აქ წარმოდგენილია ბაზისური ფერის ტერმინი კატეგორიისათვის [ყვითელი] ან [მწვანე];

4.თუ ენაში ბაზისური ფერის ხუთი ტერმინია, მაშინ წარმოდგენილია ბაზისური ფერის კატეგორიები, როგორც [ყვითელი], ისე [მწვანე] კატეგორიისათვის.

5.თუ ენაში ბაზისური ფერის ექვსი ტერმინია, მაშინ აქ წარმოდგენილია ბაზისური ფერის ტერმინები კატერგორიისათვის [ლურჯი];

  • თუ ენაში ბაზისური ფერის შვიდი ტერმინია, მაშინ აქ წარმოდგენილია ბაზისური ფერის ტერმინი კატეგორიისათვის [ყავისფერი];
  • თუ ენაში ბაზისური ფერის რვა (ან მეტი) ტერმინია წარმოდგენილი, მაშინ აქ წარმოდგენილია ტერმინი(ანტერმინები)[იისფერი], [ვარდისფერი], [ნარინჯისფერი], [ნაცრისფერი] კატეგორიებიდან ერთ-ერთისათვის (ან ერთდროულად რამდენიმესთვის).


საინტერესოა ქართულ ენაში რამდენი ტერმინია ბაზისურ ფერთა აღსანიშნავად? ამის შესახებ ვრცელი კვლევა ეკუთვნის ეთერ სოსელიას, რომელმაც სინქრონული კვლევის შედეგაც დაადგინა, რომ ფერის ტერმინთა ქართული სისტემა მეექვსე დონისაა, რომელშიც ბაზისურ ტერმინებს წარმოადგენენ თეთრი, შავი, წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ყავისფერი.

ამ ფერთა შორის საინტერესოა ყავისფერი, რომელიც ერთი შეხედვით, არ ჰგავს ბაზისურ ფერს, თუმცა ინფორმატთა გამოკითხვის შედეგად და ინგლისურ ენათა პარალელის საფუძველზეა, კეისა და ბერლინის წარმოდგენილ კრიტერიუმთა მიხედვით, ბაზისურ ტერმინად ჩაითვალა.

საინტერესოა, თანამედროვე ქართული ენის კორპუსში წარმოდგენილი ფერები რამდენად აკმაყოფილებს კეისა და ბერლინის თეორიას და რამდენად ემთხვევა ეთერ სოსელიას მიერ გამოკვლეული ბაზისური ფერები ქართულ ენაში კორპუსში არსებულს.

პირველ რიგში განვიხილოთ, რამდენჯერ გვხვდება თეთრი, შავი, წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ყავისფერი თანამედროვე ქართული ენის კორპუსში.

თეთრი 57 - ჯერ გვხვდება, მაგრამ ვინაიდან ორი მათგანი აღნიშნავს ფულის ერთეულს, ვაკლებთ და გვრჩება 55, შავი გვხვდება 73-ჯერ, წითელი 59 -ჯერ, ყვითელი -14 -ჯერ, მწვანე 24-ჯერ, ლურჯი-16 ჯერ, ყავისფერი კი 2-ჯერ.

აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ, ამ პრინციპით, ყავისფერი ვერ იქნება ბაზისური ფერი ქართულ ენაში.

გადავიდეთ კეისა და ბერლინის ბაზისურ ნუსხაზე, რომელთაგან უკვე განხილული ფერები გამოირიცხა და დაგვრჩა; ლურჯი, ნარინჯისფერი, იისფერი და ვარდისფერი.

ნაცრისფერი გვხვდება 2-ჯერ, იისფერი -2-ჯერ, რაც შეეხება იისფერსა და ვარდისფერს, საერთოდ ვერ ვხვდებით მას ახალი ქართული ენის კორპუსში.

შესაძლებელია დასახელებული 11 ფერის გარდა სხვა ფერთა ჩამოთვლაც, თუმცა ვინაიდან ისინი ძალიან უმნიშვნელო სიხშირით გვხდება ან საერთოდ არ გვხვდება, მათზე აღარ შევჩერდებით.

მაშასადამე, შევაჯამოთ ზემოთქმული. როგორც დავინახეთ, ეთერ სოსელიას წიგნში „სემანტიკური უნივერსალიები და ქართველური ენები” წარმოდგენილ ქართული ენის ბაზისურ ფერთა სისტემას სრულად არ პასუხობს ახალი ქართული ენის კორპუსი, რომელშიც ყველაზე დიდი სიხშირით გვხდება შემდეგი ფერები : თეთრი, შავი, წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი; ანუ დაგვრჩა 6 ფერი, ყავისფერის გამოკლებით. ასევე, ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს კეისა და ბერლინის ბაზისურობის განსაზღვრის დამატებით მეორე პუნქტს (ტერმინის ბაზისურობა საეჭვოა თუ იგი იმ საგნის სახელია ან შეიცავს მინიშნებას იმ საგანზე, რომელსაც ეს ფერი ახასიათებს), თუმცა ვინაიდან ძირითად პუნქტთაგან თითოეული მათგანი ვრცელდება ყავისფერზე, ეს ეჭვიც ქრება.




3
95
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ რაქვიაშვილი
მარიამ რაქვიაშვილი
95
  
2019, 13 დეკემბერი, 2:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 12 დეკემბერი, 20:26
SEV.GE ყველაზე რეიტინგული ქართული სოციალური ქსელი.
SEV.GE შემოგვიერთდით მეგობრებო.
SEV.GE ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. SEV.GE
2019, 12 დეკემბერი, 20:26
SEV.GE ყველაზე რეიტინგული ქართული სოციალური ქსელი, SEV.GE შემოგვიერთდით მეგობრებო, ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. SEV.GE
0 1 3