x
image
მაკა ნიკვაშვილი
12 ფაქტი, რომელიც "BBC" -ის მიერ მომზადებულ სიუჟეტზე არანაკლებ გაგაოცებთ

image



იცით რომ, ცხელ ზაფხულს შეიძლება სადმე "მთვრალ" ფუტკრს გადააწყდეთ? ან ის თუ გაგიგიათ, რომ ყველაზე პოპულარულმა თევზის სახეობამ შეიძლება რომ საშინელი ჰალუცინაციები გამოიწვიოს? იმ ფაქტის შესახებ თუ გსმენიათ რაიმე, შერლოკ ჰოლმსის შემქმნელმა, საკუთარი გმირების მსგავსად, ნამდვილი დანაშაული რომ გამოიძია? თუკი პასუხი ყველა ამ კითხვაზე უარყოფითია, მაშინ გპირდებით, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით. მაშ ასე, 12 ფაქტი, რომლის შესახებ აქამდე არაფერი იცოდით და რომელიც, თქვენს შორის, ყველაზე სტაჟიან ცინიკოსსაც კი გააოცებს.




1. თევზი "Salema porgy" მსოფლიოში, საკმაოდ გავრცელებულ და პოპულარულ თევზის სახეობად ითვლება, რომელიც რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, საშინელ ჰალუცინაციებს იწვევს. მიუხედავად ამისა, ამ თევზის კერძები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, განსაკუთრებით კი, - საფრანგეთის, კვიპროსის, მალტას, ესპანეთისა და იტალიის კურორტებზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს


image



2. 1140 წელს გერმანიის იმპერატორმა კონრად III ქალაქი-ციხესიმაგრე ვაინსბერგი ალყაში მოაქცია და საბოლოოდ, დაიპყრო კიდეც. წინააღმდეგობის გაწევის გამო კი, ქალაქში მცხოვრებ ყველა მამაკაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მან ციხე-სიმაგრის დატოვების უფლება მხოლოდ ქალებს მისცა, რომელთაც ქალაქიდან, საკუთარი ბეჭებით მხოლოდ ძვირფასი ნივთების გატანის ნება დართო, ქალებმა ჭკუა იხმარეს, ნივთების ნაცვლად ზურგზე საკუთარი ქმრები მოიკიდეს და ციხე-სიმაგრის დატოვება ასე სცადეს. ამ ფაქტს კონრად III სულაც არ გაუბრაზებია, პირიქით, მან ქალების მოხერხებულობა და ერთგულება მოიწონა და ყველა მამაკაცს სიცოცხლე შეუნარჩუნა



image


3. XIX საუკუნის ამერიკასა და ევროპის ზოგიერთ ქალაქში, ხალხი დასასვენებელი პარკების სიმცირის გამო, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დროს სასაფლაოებზე ატარებდა, სადაც პიკნიკებს მართავდა და რამდენიმე საათს, გარემოსთან ერთად სრულ იდილიაში ატარებდა


image


4. აშშ-ში, კერძოდ ჯორჯიის შტატში, უზარმაზარი გრანიტის ფილებით მოპირკეთებული მონუმენტი მდებარეობს, რომელზეც, აპოკალიფსის შემთხვევაში, ღირსეული საზოგადოების შექმნის 8 ენაზე ამოტვიფრული "ინსტრუქციაა" განთავსებული



image


5. მწერალმა არტურ კონან დოილმა, შერლოკ ჰოლმსის შესახებ მოთხრობებში არა მხოლოდ ასობით ფიქტიური დანაშაული, არამედ 2 რეალურიც გამოავლინა



image

6. ვატიკანს მსოფლიოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს (1.5 დანაშაული ერთ ადამიანზე)



image


7. ჰამბურგში (კერძოდ კი, სანკტ-პაულის რაიონში) ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნასვამი ადამიანები, რომლებიც ბუნებრივ მოთხოვნილებებს პირდაპირ საზოგადოებრივ ადგილებში იკმაყოფილებდნენ, დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ამიტომ, ამ ფაქტით შეწუხებულებმა საკმაოდ ორიგინალური მეთოდი მოიფიქრეს, კერძოდ კი, კედლები ჰიდროფობიური საღებავით შეღებეს, რომელიც, როგორც ცნობილია სითხის მოხვედრისას, მას უკანვე ასხამს. მოსახლეობამ ზოგიერთ კედელზე გამაფრთხილებელი ნიშნები განგებ არ განათავსა, რათა "საზოგადო წესრიგის დამრღვევთათვის" ჭკუა საბოლოოდ ესწავლებინა.



image

8. რეიკიავიკში, მშობლები საყიდლებზე წასვლისას ან კაფეში შეკრების დროს, შუა ყინვაში, შვილებს საბავშვო ეტლით ქუჩებში საათობით ტოვებენ. მათი აზრით, ეს პატარების ჯანმრთელობისთვის არა მხოლოდ აუცილებელი, არამედ სასარგებლოც კი არის. მით უმეტეს, რომ ისლანდიაში დანაშაული ისეთ დაბალ ნიშნულზეა, რომ მშობლებს თავისუფლად შეუძლიათ გარეთ დატოვებულ ჩვილებზე საერთოდ არ იდარდონ და საკუთარი საქმეები მშვიდად მოაგვარონ




image

9. ჰოლანდიაში ყველა მატარებელი, 2017 წლის 1 იანვრიდან ქარის ენერგიაზე მუშაობს



image

10. 1897 წელს, 3 შვედმა, სალომონ ავგუსტ ანდრეს მეთაურობით საჰაერო ბურთით ჩრდილოეთამდე მიღწევა პირველებმა სცადეს, თუმცა 65 საათში კატასტროფა განიცადეს. 33 წლის შემდეგ, შემთხვევით, ამ ექსპედიციის ბანაკი და მოგზაურთა დღიურები იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ირკვევა, რომ ჯგუფმა დრიფტიან ყინულზე ათობით კილომეტრი სპეციალური აღჭურვილობისა და სამოსის გარეშე იარა და პოლარულ დათვებზე ნადირობით, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში სიცოცხლე გაიხანგრძლივა



image

11. ახალი წლის დადგომამდე, ევროპის ზოგიერთ ქალაქში, ხეების უკანონო ჭრით დაკავებული ქურდების დასასჯელად, უნცაური მეთოდი არსებობს, კერძოდ კი, ხეებს მელიის შარდით ამუშავებენ



image



12. ნუ გაგიკვირდებათ თუკი ცხელ ამინდში სადმე "მთვრალ" ფუტკარს გადაეყრებით. სიცხეში, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისას ყვავილების ნექტარი დუღილს იწყებს. ფუტკარი, რომელიც ამ დაღვინებულ "სასმელს" იღებს, თრობის მაღალ ხარისხში გადადის და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ქცევებით ის ნასვამ ადამიანს ემსგავსება. "მთვრალმა" ფუტკარმა შეიძლება "სახლის" ადგილმდებარეობაც კი ვერ გაიხსენოს, ხოლო თუკი მოახერხებს და სკამდე როგორღაც მაინც მიაღწევს, მას შიგნით შესვლის შანსი არ აქვს, ვინაიდან "წესრიგის დამცველი" ფუტკრები სკაში მას მანამ არ უშვებენ, სანამ საბოლოოდ არ გამოფხიზლდება



image








0
351
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
351