x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდები არის გაფრთხილება ამერიკისა და სამხრეთ კორეისთვის-კიმ ჩენ ინი

image
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბოლო რაკეტების გაშვება არის გაფრთხილება და ძალის დემონსტრირება შეერთებულ შტატებისა და სამხრეთ კორეისთვის, მათ მიერ განხორციელებული ერთობლივი წვრთნების საპასუხოდ.

ამის შესახებ იტყობინება კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო. აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინმა შეაქო ახალი ტიპის ტაქტიკური მართვადი რაკეტების გაშვება სიძლიერის დემონსტრირების მიზნით და აღნიშნა, რომ ტესტები წარმატებით ჩატარდა დანიშნულებისამებრ.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს დილით, ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკამ მესამე რაკეტის გაშვება განახორციელა მაისის დასაწყისიდან მცირე შესვენების შემდეგ. მანამდე, 25 ივლისს, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა ორი მცირე სიშორის რაკეტა გაუშვეს იაპონიის ზღვის მიმართულებით, რის შემდეგაც კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ახალი მართვადი ტაქტიკური რაკეტების ტესტები იყო გაფრთხილება სამხრეთ კორეის მილიტარისტებისთვის.

მოგვიანებით, 31 ივლისის დილით, ფხენიანმა ჩაატარა მეორე სარაკეტო ტესტი. ორი ჭურვი დაახლოებით 250 კილომეტრზე გაფრინდა და იაპონიის ზღვის წყალში ჩავარდა.


0
54
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0