x
image
ელენე გუმა
"ეს რას ვკითხულობ, შოკი მაქვს. გულწრფელად, ამას მართლა არ ველოდი...."
image
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის 2014 წლის პოსტს აქვეყნებს და მას შოკისმომგვრელს უწოდებს.


მისი თქმით, აღნიშნული ტექსტი ჩვეულებრივი ღია, სწორხაზოვანი ქვეყნის იტნერესების ღალარია.


მისივე თქმით, ის ძალიან ღრმა შოკშია პრეზიდენტის სრულიად კატასტროფული და მოღალატეობრივი ტექსტის გამო.


გვარამიას განცხადებით, ისტორიული კატასტროფაა და ამათ კი გაყრიან კეტებით, მაგრამ აღიარებას აღარაფერი არ ეშველება.



"გამაოგნებელი ტექსტია. ჩვეულებრივი, ღია, სწორხაზოვანი ქვეყნის ინტერესების ღალატი. პირდაპირ, ქართულ მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის არაშერჩევით დაბომბვას აბრალებს და თან პირველ ცეცხლს, რაზეც რუსეთს მოუწია რეაქცია.

ეს რას ვკითხულობ, შოკი მაქვს. გულწრფელად, ამას მართლა არ ველოდი. მეგობრებო, კოსოვოს აღიარებას მეტი კი არაფერი დაედო საფუძვლად. და საქართველოს პრეზიდენტის ეს ტექსტი რას გვეუბნება, მართლა გაოგნებული ვარ. რა უნდ ამ ადამიანს, რას აკეთებს, საითკენ მიყავს?!

პირდაპირ ვამბობ: ყველა ინდიკაციაა, რომ ესენი არ გამორიცხავენ სამხრეთ ოსეთის აღიარებას, სავარაუდოდ, აფხაზეთისაც. ისტორიული კატასტროფაა და ამათ კი გაყრიან კეტებით, მარა აღიარებას აღარაფერი არ ეშველება.

უბრალოდ, ძალიან ღრმა შოკში ვარ სამარცხვინო პრეზიდენტის სრულიად კატასტროფული და მოღალატეობრივი ტექსტის გამო. ესეთი ტექსტები უკვე სამართლებრივ შედეგებს დააყენებს, თუ ასე გაგრძელდა’ წარმოუდგენელია სრულიად!"

image


0
474
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0