x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„არჩევანის“ და „პოსტსკრიპტუმის“ პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა
image


"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და არხიდან ნიკა გვარამიას დათხოვნის შემდეგ „რუსთავი 2-ზე“ საკუთარი თავი ამოვწურე, - უთხრა რადიო თავისუფლებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ პოლიტიკური და დღის გადაცემების უკვე ყოფილმა პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა რითაც დაადასტურა, რომ არხი დატოვა.

.

იგი თავს ისევ „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თანამოაზრედ თვლის:„მე და ნიკა გვარამია უკვე 7 წელია ერთად ვიბრძვით და იმედია, მომავალში ეს ბრძოლა ერთად გაგრძელდება.“ ყოფილი პროდიუსერი ადასტურებს, რომ მას თანამშრომლობა შესთავაზა „ფორმულა კრეატივმაც“.



„ნამდვილად მქონდა შემოთავაზება [„ფორმულა კრეატივისგან“], ისევე, როგორც სხვა რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება. ვნახოთ, ყველაფერი გამოჩნდება“, - თქვა მან.

.

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, გიორგი ლაფერაშვილი თანამშრომლობას დავით კეზერაშვილის ტელევიზიასთან იწყებს.

0
603
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0