x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მათი ადგილი იქ არაა - რომელი ნივთების შენახვაა საშიში სამზარეულოში
image


როგორც წესი, ქვემოთ ჩამოთვლილ ნივთებს დიასახლისები, მხოლოდ იმიტომ არ ყრიან, რომ ფიქრობენ, კიდევ დასჭირდებათ რამეში. მათი თავიდან მოშორება კი აუცილებელია და რაც შეიძლება მალე, თორემ ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა შეუძლიათ.


ძველი დასაჭრელი დაფა


რაც უფრო დიდხანს ინახავთ ხის ან პლასტმასის დასაჭრელ დაფას, მით მეტად ჩნდება მასზე ნაკაწრები, რომელშიც ძალიან უყვართ მოკალათება ჭუჭყს და მიკრობებს. გარეცხვაც უკვე პრობლემატური ხდება, აი ინფექციის გავრცელება კი სულ მარტივად. ყველაზე ჰიგიენურ დაფებად მიჩნეულია მყარი მინისგან დამზადებული დაფები. პირველ რიგში, ადვილი გასარეცხია და მეორე- ნაკაწრები არ რჩება.



ჭურჭლის გასარეცხი ძველი ღრუბელი


ბევრმა არ იცის, მაგრამ ჭურჭლის გასარეცხი ღრუბელი რეკორდსმენია სახლში ბაქტერიების რაოდენობით. მისი გამოცვლა ხშირად უნდა მოხდეს, კვირაში ორჯერ მაინც. იმისთვის კი, რომ არ დაგავიწყდეთ მათი გამოცვლა, სუპერმარკეტებში მიაქციეთ მისი ფორმებისა და ფერების მრავალფეროვნებას და ხშირად შეიძინეთ მარაგით.


ჭურჭლის ღია სივრცეში შენახვა


სამზარეულოების ინტერიერის ფოტოების თვალიერებისას ხშირად აქვთ წარმოდგენილი მოყვარულ დიზაინერებს ნიჟარის თავზე ჭურჭლის საკიდები. თითქოს მოსახერხებელია, გარეცხავ, ჩამოკიდებ იქვე, დაგჭირდება, მალე ჩამოხსნი. მხოლოდ ნამდვილად არ ღირს ჯანმრთელობის სასწორზე შემოდება მოდის გამო. საქმე იმაშია, რომ ნიჟარის მაღლა, იქ სადაც ჭიქები და ღვინის ბოკლებია ჩამოკიდებული, ყველაზე ბინძური ადგილია სახლში. ნიჟარაში ხომ ხილს, ბოსტნეულს და ხორცს ვრეცხავთ?! შესაბამისად ყველა მიკრობი, რომელიც პროდუქტებს სცილდება, სულ თავისუფლად გადადის სუფთა ჭურჭელზე, რომელიც იქვეა.





ასევე ნახეთ

როგორ ავარჩიოთ ბავშვის სარეცხი ფხვნილი? მარტივი და აუცილებელი წესები


არასდროს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად!!! ჩვენ გეტყვით რატომ


ეს ნივთები ზღვის ჩანთაში აუცილებლად უნდა გედოთ


მაგნიტებს ნუ მიაკრავთ მაცივარზე!!! გაიგეთ რას ამბობენ ექსპერტები


5 პროდუქტი, რომელიც კბილებს გაგითეთრებთ



0
250
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0