x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ანტარქტიდის ყინულის ქვეშ უცნაური ანომალია აღმოაჩინეს
image

ანტარქტიდა არის პლანეტის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ადგილი. იგი ცნობილია თავისი მკაცრი კლიმატური პირობებითა და ველური ცხოვრებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არის დაცული.

ახლახანს საიდუმლო აღმოჩენა მოხდა კონტინენტზე. მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულის ქვეშ მდებარე მასიური ობიექტი შენიშნეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა არის ზუსტად იქ, თუმცა, არსებობს მრავალი თეორია ამის შესახებ, თუ რა იმალება იქ. ცნობილია მხოლოდ ობიექტის სავარაუდო ზომები და სიღრმე; მას აქვს დიამეტრი 150 მილზე მეტი და მინიმალური სიღრმე დაახლოებით 2500 ფუტი.image

მკლევარები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს გიგანტური ასტეროიდის ნაშთები. თუ ეს მართლაც ასე აღმოჩნდება, ეს ასტეროიდი იქნება ყველაზე დიდი ცნობილი ასტეროიდი, რომელიც ოდესმე ჩამოვარდნილა პლანეტაზე. ეს 2-ჯერ მეტი იქნება იმ ასტეროიდზე, რომელიც 66 მილიონი წლის წინ ჩამოვარდა დღევანდელ მექსიკაში, რამაც, სავარაუდოდ გამოიწვია ზღვის მცხოვრებთა 96% -ზე მეტის და დედამიწაზე მცხოვრებ ხერხემლიანთა 70% -ზე მეტის გადაშენება.

ანტარქტიდის ქვეშ მყოფი ანომალიის შესახებ, ცნობილი გახდა 2006 წელს, როდესაც ნასას თანამგზავრებმა გრავიტაციული ცვლილებები შენიშნეს. ერთ-ერთი თეორია თუ რა იმალება იქ, არის უძველესი ცივილიზაციის კვალი.image


პირამიდის ფორმის ნაგებობები ანტიკურ პერიოდში ძალიან გავრცელებული იყო და ახლა მათი ნახვა მთელს მსოფლიოშია შესაძლებელი, ეგვიპტედან მექსიკამდე. ახლა, ალბათ, ისინი ანტარქტიკაშიც აღმოაჩინეს. Google Earth- დან ანტარქტიდის სურათები აჩვენებს, რომ ანომალიის სტრუქტურა ძალიან ჰგავს პირამიდების სტრუქტურას.

შესაძლოა, აქ ოდესღაც განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა და ეს წარმოუდგენელი ჩანს, რადგან დღეს ანტარქტიდა არის ყინულოვანი კონტინენტი. თუმცა, აქ თბილი შეიძლება იყო ოდესღაც, ტემპერატურა 20 გრადუსსაც კი აღწევდა ალბათ და ანტარქტიდა შეიძლება დაფარული იყო აყვავებული ტროპიკული ტყეებით.

.

1
1155
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1155
  
2019, 7 აგვისტო, 11:11
სხვადასხვა ზღაპრებს იგონებენ უძველეს ცივილიზაციებზე, უცხოპლანეტელებზე და ა.შ. იციან, რომ ვერავინ ვერ წავა ანტარქტიდაზე გადასამოწმებლად.
0 1 1