x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ინტერნეტზე დამოკიდებულების აშლილობა
image

1996 წელს ფსიქიკური დაავადებების ოფიციალურ კლასიფიკაციაში ახალი განყოფილება გაჩნდა – ”კიბერნეტიკული უხასიათობა”, რომელიც გამოწვეულია ვირტუალურ რეალობაში ხანგრძლივად ყოფნის შედეგად მიღებული სტრესითა და დაღლილობით. ზოგი სპეციალისტი საუბრობს ე.წ. ”ინტერნეტ-დამოკიდებულების” სინდრომზე. სხვაგვარად მას ინტერნეტ ადიქცია (Internet Addiction Disorder ან IAD) ეწოდება. ამ სინდრომის მქონე ადამიანებს ნეტაჰოლიკებს (Netaholic) ან ინტერნეტზე დამოკიდებულებს უწოდებენ.

ინტერნეტზე დამოკიდებულების აშლილობა, რომელსაც სხვანაირად ინტერნეტის კომპულსიურ მოხმარებას და iDisorder-საც უწოდებენ, პირველად 1995 წელს ივან გოლდბერგმა წარმოადგინა როგორც აშლილობა და შეადარა პათოლოგიურ აზარტულ თამაშს - gambling-ს. გოლდბერგმა ინტერნეტდამოკიდებულება განმარტა როგორც, ქსელზე პათოლოგიური დამოკიდებულება, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, რომელიც აიძულებს ადამიანს გადაამეტოს ინტერნეტის მოხმარებას და მოიცავს ქცევის დაღვევასა და იმპულსის კონტროლის პრობლემებს. ამის შემდეგ კვლევები ინტერნეტზე დამოკიდებულების შესახებ გაიზარდა, თუმცა როგორც აშლილობა ის DSM 5-ში არ არის შეტანილი, არამედ აღნიშნულია, რომ მომავალ კვლევებს და შესწავლას საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ DSM-ში ცალკე აშლილობად გამოყოფის მიუხედავად, ამერიკულ და ევროპულ კულტურებში ინტერნეტზე დამოკიდებულების განრცელების მაჩვენებელი შემაძრწუნებლად მაღალია - მოსახლეობის 8.2%. იმის გამო რომ სტანდარტიზებული კრიტერიუმები არ არის ჩამოყალიბებული ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი 38%-ს უდრის.

ზოგადად ინტერნეტ დამოკიდებულება განიხილება, როგორც ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების ქვეკატეგორია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, სადაც დამოკიდებულება გამოიხატება სოციალურად მისაღები ობიექტის მიმართ. ესეც ერთ-ერთი მათგანია. გამომწვევი მიზეზების შესახებ ერთიანი ახსნის მოდელი არ არსებობს, მაგრამ მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ინტერნეტზე დამოკიდებულების აშლილობის გამომწვევი მიზეზები გავს ნივთიერებებზე დამოკიდებულების აშლილობებისას. ზოგიერთი კვლევა უკავშირებს ამ დამოკიდებულებას ტვინის სტრუქტურის შეცვლას - კონკრეტულად კი თეთრი და რუხი ნივთიერებების რაოდენობის ცვლილებით ტვინის წინაფრონტალურ ნაწილში. ეს ნაწილი პასუხისმგებელია დეტალების დამახსოვრებაზე, ყურადღებასა და დაგეგმვაზე. ინტერნეტზე დამოკიდებულება, როგორც დამოკიდებულების სხვა აშლილობები, გავლენას ახდენს ტვინში სიამოვნების ცენტრზე. დამოკიდებულების ქცევა ტრიგერის როლს თამაშობს დოფამინის გამონთავისუფლებაში, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი აქტივობა სჭირდება, რომ იგივე სიამოვნებითი რეაქცია მიიღოს, რაც დამოკიდებულების განვითარებას იწვევს. კიდევ ერთი ამხსნელი მოდელი ამ აშლილობის განვითარების არის განმტკიცება. ინტერნეტი სთავაზობს მომხმარებელს მრავალფეროვან ჯილდოებს, რომლებიც ძირითადად მოულოდნელად ჩნდება. მაგალითად, ყოველ ჯერზე სოციალური მედიის მოხმარების დროს, თქვენ იგებთ სასიამოვნო ახალ ამბავს. განმამტკიცებლის ასეთი მიწოდება, გიბიძგებთ უფრო ხშირი მომხმარებელი გახდეთ. ამ თვალსაზრისით ონლაინ როლური თამაშები ძალიან საშიშია, რადგან ისინი არასდროს არ მთავრდება. ინტერნეტზე დამოკიდებულების პრედისპოზიცია ასევე დაკავშირებულია ისეთ ფსიქიკურ აშლილობებთან როგორებიცაა დეპრესია და შფოთვა. ასეთი ადამიანები ხშირად თავიანთი სიმპტომატიკის მოსახსენლად ინტერნეტს მიმართავენ. ასევე იქცევიან უკიდურესად მორცხვი და სოციალური კომპეტენციის არმქონე ინდივიდები, რადგან ინტერნეტში მათ არ მოეთხოვებათ პირისპირ ინტერპერსონალური ურთიერთობა და ამავდროულად ემოციურ დაკმაყოფილებას იღებენ. ინტერნეტ დამოკიდებულების აშლილობის რისკ-ფაქტორებში გასათვალისწინებელია სხვა დამოკიდებულების არქონა, სხვა ფსიქოპათოლოგიები ( დეპრესია, ოკა, ბიპოლარული აშლილობა, პათოლოგიური გემბლინგი), ასევე სიტუაციური ფაქტორები ( გადაღლა, ოჯახური კონფლიქტი, ძალადობა ბავშვობაში) და ა.შ.


ვინაიდან არ არსებობს ამ აშლილობის სტანდარტიზებული კრიტერიუმები, სხვადასხვა მკვლევარი განსხვავებულად განმარტავს მას, მაგრამ ძირითადად გამოიყოფა შემდეგი მახასიათებლები : სუბიექტის ქცევა გავლენას ახდენს მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ზიანს აყენებს მის ურთიერთობას ოჯახსა და მეგობრებთან, ხელს უშლის მუშაობაში, უქმნის ფინანსურ პრობლემებსა და უბიძგებს დანაშაულისკენ (De Postis, et al., 2009). ინტერნეტზე დამოკიდებულების განსაზღვრისას იყენებენ სიხშირის, ხანგრძლივობის, ინტენსივობის, გამოსვლის სიმპტომებისა და რეციდივის მაჩვენებელს.

ინტერნეტ დამოკიდებულების ხუთი სახე გამოიყოფა:

  • კიბერ სექსუალური დამოკიდებულება
  • კივერ ურთიერთობებზე დამოკიდებულება
  • სოციალურ ქსელზე დამოკიდებულება, რომელსაც ყველაზე კარგად Facebook გამოხატავს.
  • ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულება - აქ შედის ვიდეო თამაშები, გემბლინგი, ონლაინ შოპინგი და ვაჭრობა
  • ინფორმაციული გადატვირთვა - ინფორმაციის სიჭარბე ინტერნეტში ქმნის კომპულსიურ ქცევას, რაც გამოიხატება ვებ-დათვალიერებით (სქროლვა), და მონაცემთა ბაზების ძიება. დამოკიდებული ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ხარჯავენ ბაზების ძიება-ორგანიზებაში. ამ სახის დამოკიდებულებასთან კავშირშია ობსესიურ-კომპულსიური ტენდენციის გაჩენა, ასევე პროდუქტიულობის შემცირება სამსახურში.
  • ინტერნეტდამოკიდებულების ძირითადი ქცევითი სიმპტომებია:

    • უფრო და უფრო მეტი დროის გატარება ინტერნეტში დაკმაყოფილებისათვის
    • ყველა სხვა აქტივობისადმი ინტერესის დაკარგვა
    • როდესაც ინტერნეტდამოკიდებულება შეწყდა, ფსიქომოტორული აგოტაცია, შფოთვა, დეპრესია, ობსესიური ფიქრები იმის შესახებ თუ რა ხდება ინტერნეტში.
    • ინტერნეტის მოხმარების შეწყვეტოს და კონტროლის შეუძლებლობა
    ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს კოგნიტურ-ბიჰევიორალურ სიმპტომატიკას:

    • დამახინჯებული აზრები საკუთარი თავის და სამყაროს შესახებ.
    • დამახინჯებული აღქმა არაადეკვატურობის, დაუცველობის, დაბალი თავდაჯერებულობის შესახებ.
    • გაკვერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დამოკიდებულების მქონე ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ისეთი პიროვნული აშლილობები, როგორებივაა: გუნება-განწყობის აშლილობა, შფოთვითი და იმპულსის კონტროლის აშლილობა.
    • ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთანე რტად დამოკიდებულების მქონე ადამიანებს აღენიშნებათ: ძილის დარღვევები, ზურგის ტკივილი, თავის ტკივილი, თვალების დაღლა, ჭამის დარღვევები, კარპელ ტუნელის სინდრომი (ტკივილი, გაბუჟება ხელსა და მხრის არეში, ჰიგიენის დაუცველობა.
    ინტერნეტდამოკიდებულების აშლილობის სოციალური მხარეც ასევე მნიშვნელოვანია, ასეთ ადამიანებს ძირითადად პრობლემები ექმნებათ ახლობლებთან ურთირთობიასას, ამას გარდა ხშირია გუნება-განწყობის ცვლილებები, ღრმა და მაცდური გრძნობები გაექცნენ ყოველდღიურობას, რასაც კომპიუტერის მონიტორს ამოფარებულნი ახერხებენ.

    როგორც სხვა დამოკიდებულების აშლილობის დროს ხდება, ადამიანები უარყოფენ პრობლემის არსებობას. ინტერნეტ დამოკიდებულების სტანდარტიზებული მკურნალობაც ჯერ კიდევ არ არსებობს. ზოგი მკვლევარი ხაზს უსვამს ფარმაკოთერაპიის ეფექტს ამ აშლილობის მკურნალობისას. ეს მოიცავს ანტიდეპრესანტებს, ანტიფსიქოზურ, გლუტამატის ანტაგონისტებს. კიდევ ერთი მიდგომა გულისხმობს კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიას, რომლის ფარგლებშიც პაციენტებს ასწავლიან გააკონტროლონ ის გრძნობები და აზრები, რომელიც უბიძგებს ხსნა ინტერნეტის მოხმარებაში იპოვონ. CBT შესაძლოა განხორციელდეს როგორც ინდივიდუალური, ჯგუფური და ოჯახური თერაპიის სახით. კვლევების შედეგად დადგინა, რომ კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია განსაკუთრებით ეფექტურია, ფარმაკოლოგიურ მკურნალობასთან ერთად.

    0
    124
    შეფასება არ არის
    ავტორი:სოფო ნარიმანიძე
    სოფო ნარიმანიძე
    124