x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ამერიკულმა სასამართლომ 96 წლის მამაკაცი გაასამართლა სიჩქარის გადაჭარბებისათვის
ამერიკულმა სასამართლომ 96 წლის მამაკაცი გაასამართლა სიჩქარის გადაჭარბებისათვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და საინტერესოა რა გადაწყდა. ვიქტორ კოელა გამოძახებული იქნა პროცესზე, სადაც წარიმართა ასეთი დიალოგი:


image

- შეგიძლიათ დაბრძანდეთ ბატონო.

-მადლობთ.

- დილა მშვიდობისა.


- დილა მშვიდობისა, ბატონო მოსამართლევ.

- ბატონო კოელა, თქვენ ბრალი გედებათ სიჩქარის გადაჭარბება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბავშვები მოძრაობენ.

- შეიძლება შეწყალება გთხოვოთ?

- ბატონო კოელა, თქვენ ბრალი გედებათ სასკოლო ზონის ტერიტორიაზე წესრიგის დარღვევაში, რაც ნიშნავს რომ თქვენ გადააჭარბეთ სიჩქარეს.

image

- მე არ ვატარებ ჩქარა, ბატონო მოსამართლევ, მე 96 წლის ვარ და საერთოდ ნელა დამყავს ავტომობილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში იძულებული გავხდი, მეჩქარებოდა, მე მივდიოდი სისხლის ჩასაბარებლად რომელიც ჩემს ვაჟს სჭირდებოდა, ის უნარშეზღუდულია.

- თქვენი ვაჟი კლინიკაში მიგყავდათ?

- დიახ, მე ის ორ კვირაში ერთხელ დამყავს კლინიკაში რადგან მას კიბო აქვს.

- თქვენ კარგი ადამიანი ხართ, სინამდვილეში თქვენ ხართ ის ადამიანი, რომლითაც ამერიკა არსებობს. აი თქვენ აქ ხართ 90 წელს გადაცილებული და თქვენ კიდევ ზრუნავთ თქვენს ოჯახზე. ეს უბრალოდ შესანიშნავია. კარგით და რამდენი წლისაა თქვენი შვილი?

- 63

- და მამიკო ისევ ზრუნავს მასზე?

- არა, მე მხოლოდ მაშინ მიმყავს, როცა საჭიროა.

- აჰა, თქვენ ხედავთ იმ ახალგაზრდას იქ რომ ზის? ეგ ჩემი ვაჟია, ახლა ალბათ ზის და ფიქრობს მამა შენ 90 წლის ასაკში მოგიწევს ჩემი ტარება. თქვენ ჩემ შვილს ცუდ მაგალითს აძლევთ.

image

- არა, ეს ასე არაა.

- თქვენ მე ძალიან მავალდებულებთ. მისმინეთ სერ, მე თქვენ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ასევე საუკეთესოს ვუსურვებ თქვენს ვაჟს და გისურვებთ ჯანმრთელობას. თქვენი საქმე გაუქმებულია, იღბალს გისურვებთ. ღმერთმა დაგლოცოთ.

- მადლობა ბატონო მოსამართლევ.

რა თქმა უნდა მისთვის არანაირი სანქცია არ მიუნიჭებიათ.


გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა

image

ყველას შეგვიძლია სასურველი სიზმრის ნახვა, თუ გავაცნობიერებთ, რომ...

image

5 ადგილი დედამიწაზე, სადაც ტურისტებისთვის შესვლა აკრძალულია

image



0
64
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0