x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შიზოფრენია
რა არის ფსიქიკური დაავადება? რა არის ანომალიური ქცევა? რომელი გამოვლინება უნდა ჩაითვალოს ფსიქოპათოლოგიად და რომელი არა?

პათოლოგია, ანომალია ისეთი დარღვევაა, რომელიც ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და მის გარემოსთან ადაპტაციას დროებით ან ხანგრძლივად.

სად არის ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის? როგორი ქცევები განიხილება ნორმიდან გადახრად? თავდაპირველად უკეთესია განვსაზღვროთ ნორმის ცნება.

ვეიქფილდის მიხედვით, "ფსიქიკურ სფეროში პათოლოგიად, ანომალიად ჩაითვლება ადამიანის ფუნქციების, მექანიზმების ისეთი დარღვევა, რომელიც მავნეა და საფრთხეს უქმნის ადამიანის კარგად ყოფნას, რაც სოციალური ღირებულებებითა და მნიშვნელობით არის განსაზღვრული".


ნორმიდან გადახრა ფუნქციონირების ისეთი დარღვევაა, რომელიც: 1.ხელს უშლის ადამიანის მიერ მისი ასაკის შესაფერისი სოციალური როლის განხორციელებას; 2.საშიში და საფრთხის შემცველია ადამიანისთვის და მისი უახლოესი გარემოსთვის.

შიზოფრენია არის აშლილობა, რომელიც ნორმალური ფუნქიონირებისგან თვისებრივად განსხვავებულ მდგომარეობას გულისხმობს. შიზოფრენიული აშლილობა ფსიქოპათოლოგიის მწვავე ფორმაა, რომლის დროსაც დეზინტეგრირებულია პიროვნება, დარღვეულია აზროვნება და აღქმა, გასადავებულია ემოციები.

შიზოფრენიით დაავადებული მრავალი ადამიანისთვის ავადმყოფობა ცხოვრებისეული განაჩენია განთავისუფლების შესაძლებლობის გარეშე, რომელსაც ისინი განმარტოებული და იზოლირებული ზიდავენ და იძულებულნი არიან ყველასგან მოშორებით იცხოვრონ. სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი იტანჯება მსოფლიოში ამ ყველაზე ტრაგიკული და საიდუმლოებით მოცული ფსიქიკური აშლილობით.

შიზოფრენიის სამყაროში აზროვნება არალოგიკური ხდება. ხშირად აღინიშნება ჰალუცინაციები, რომელიც წარმოსახვით სენსორულ აღქმებს- ხატებს, სუნებს, ბგერებს მოიცავს და რომელთაც პაციენტები რეალურად მიიჩნევენ. ასევე დამახასიათებელია ბოდვებიც-ცრუ, ან ირაციონალური რწმენა, რომელსაც ადგილი აქვს საწინააღმდეგოს ნათლად არსებობის პირობებში.

არსებობს შიზოფრენიის 5 ქვეტიპი: პირველი არის დეზორგანიზებული ტიპი-ამ შემთხვევაში პიროვნებას ახასიათებს არათანმიმდევრული აზროვნება და დეზორგანიებული ქცევა. ემოციები სიტუაციისთვის შეუსაბამოა. ხშირად პიროვნება სულელურად ან ბავშურად იქცევა, ხითხითებს ყოველგვარი თვალსაჩინო მიზეზის გარეშე, მეტყველება შესაძლოა იმდენად არათანმიმდევრული უჩვეულო სიტყვებითა და დაუმთავრებელი წინადადებებით აღსავსე გახდეს, რომ დაირღვეს სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია. მეორე არის კატატონიური ტიპი, რომლისთვისაც წამყვანი არის მოტორული აქტიივობის დარღვევა. ინდივიდები უმოძრაოდ, ხშირად უცნაურ პოზაში რჩებიან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე და სუსტად რეაგირებენ გარემოში მიმდინარე მოვლენებზე. მესამე არის პარანოიდული ტიპი, რომელსაც ახასიათებს სისტემატური ბოდვები, რომლებიც გარკვეულ თემებზეა მიმართული:დევნის ბოდვა(ჰგონიათ, რომ უთვალთვალებენ), გრანდიოზულობის ბოდვა(ჰგონია პიროვნებას, რომ მნიშვნელოვანი და ამაღლებულია), ეჭვიანობის ბოდვა( ჰგონია ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რომ მას მეგობრები ღალატობენ). მეოთხე არის არადიფერენციალური ტიპი, ესაა კრებითი კატეგორია, რომელიც აღწერს პიროვნებას, რომელსაც აღენიშნება გამოკვეთილი ბოდვები, ჰალუცინაციები, არათანმიმდევრული მეტყველება ან დეზორგანიზებული ქცევა. ბოლო კი არის რეზიდუალური ტიპი, ამ ტიპის ადამიანებს აწუხებთ შიზოფრენიის ძირითადი განვლილი ეპიზოდი, თუმცა თავისუფალნი არიან ჰალუცინაციებისგან და ბოდვებისგან.

რაც შეეხება შიზოფრენიის მიზეზებს, კვლევებმა ცხადყო, რომ შიზოფრენიის გამოვლენის ალბათობა იმ ინდივიდებთან უფრო მეტია, ვისაც გენეტიკური კავშირი აქვს ამ აშლილობის მქონე ადამიანთან, ვიდრე მასთან, ვისაც არ აქვს ნათესაური კავშირი. თუმცა გენების როლის გარდა, გარემოს პირობებიც აუცილებელია აშლილობის განვითერებისთვის. მიდრეკილება-სტრესის ჰიპოთეზის მიხედვით, გენეტიკური ფაქტორები რისკის წინაშე აყენებს ადამიანს, მაგრამ მათ გარემოს სტრესის ფაქტორებიც უნდა დაერთოს, რათა პოტენციურმა რისკმა გამოვლენილი შიზოფრენიული აშლილობის სახე მიიღოს.

გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ოჯახური ურთიერთობების გარკვეულმა პატერნებმა მათ შორის, ემოციის გამოხატვამ შეიძლება ხელი შეუწყოს შიზოფრენიული აშლილობის წარმოქმნას, მიმდინარეობას ან განმეორებას.

თუმცა საბოლოოდ ეს საკითხი ბოლომდე არ არის თავისი არსით შესწავლილი მკვლევრების მიერ, მათ ჯერ კიდევ განსასაზღვრი აქვთ იმ ელემენტთა კომბინირების კონკრეტული გზები, რომელთაც შიზოფრენიის განვითარებამდე მივყავართ.image

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევანი რჩეულიშვილი
ქეთევანი რჩეულიშვილი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0