x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სექსის დროს წარმოშობილი ტკივილის ეტიმოლოგია და მათი პროფილაქტიკა

image სექსი წყვილს შორის სასიამოვნო შეგრძნებებს უკავშირდება, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც.
თუ ქალი სექსის დროს ხშირად გრძნობს ტკივილს აუცილებელია მან მიმართოს ექიმს.
მეან-გინეკოლოგების ამერიკული კონგრესის წევრები თვლიან, რომ ქალების 75%-ს თუნდაც ერთხელ მაინც განუცდიათ ტკივილი სექსის დროს. ხშირად ეს ტკივილი გამოწვეულია მოუხერხებელი პოზით, პოზის შეცვლით კი შესაძლებელია მტკივნეული შეგრძნება გაქრეს.
თუმცა არის შემთხვევები, როცა ტკივილის მიზეზი სულ სხვა რამ შეიძლება იყოს და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება.
მაშ ასე-რა შეიძლება იყოს ტკივილის მიზეზი ქალისათვის სექსის დროს.
წვის შეგრძნება და საშოს გარეთა ნაწილის გაწითლება-მოიშორეთ საშოდან ჰიგიენური საშუალება.
"ინტიმური ჰიგიენისათვის შექმნილია სპეციალური საშუალებები, მაგრამ ქალების დიდი ნაწილი ისევ იყენებს ჩვეულებრივ საპონს და შამპუნს ან გელს დასაბანად.
ამ საშუალებებს შეუძლიათ მოახდინონ ვაგინიტის პროვოცირება (საშოს ლორწოვანი გარსის ანთება)"-ამტკიცებს მეან-გინეკოლოგი ალისა დვერკი.
ჩხვლეტას გრძნობთ, გეფხანებათ ან გაქვთ გამონადენი-საქმე გვაქვს ინფექციასთან.
გამონადენის არსებობა ადასტურებს, რომ თქვენ გაქვთ ინფექცია, მაგრამ იმის დადგენა თუ რა სახის ინფექცია უშლის ხელს თქვენს სრულფასოვან სექსუალურ ცხოვრებას დაადგენს მხოლოდ ექიმი.
ტკივილი ხახუნის გამო-საქმე გვაქვს "შეზეთვის" უკმარისობასთან ანუ ქალის საშოს გამოყოფს მცირე რაოდენობის სითხეს, რომელიც მამაკაცის ასოს ეხმარება თავისუფლად შეაღწიოს ქალის საშოში.
რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი-ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმის სტრესული მდგომარეობა ან ისეთი პრეპარატების მიღება, რომელიც ხელს უშლის "შეზეთვისათვის" საჭირო სითხის გამოყოფას.
ასევე ბავშვის შეძენის შემდგომ პერიოდში ექსტროგენების მკვეთრი შემცირება ორგანიზმში.
შესაძლოა ქალი არ იყოს სათანადოდ აღზნებული, რაც თავის მხრივ საშოს სიმშრალეში გამოიხატება. ასეთ დროს საჭიროა პარტნიორი მამაკაცი მოეფეროს ქალს, იმ დონემდე სანამ ქალის ორგანიზმი არ გამოყოფს წყვილისათვის უმტკივნულო სექსისათვის საჭირო სითხეს ქალის საშოში.
მამაკაცის ორგანოს საშოში მაქსიმალურად შეღწევის შედეგად წარმოშობილი ტკივილი ერთ მხარეს-შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საკვერცხის ხორცმეტის არსებობას.
საკვერცხეებში ხორცმეტების არსებობა ხშირად სულაც არაა საშიში, თუმცა არსებობს ხორცმეტების ისეთი სახეობა და ფორმა, რომელიც საჭიროებს ხშირად მედიკამენტოზურ და ხანდახან ქირურგიულ ჩარევასაც.
სისტემატიური ტკივილი სექსის დროს-შესაძლებელია ეს დაკავშირებული იყოს მცირე მენჯის არეში ნაწიბურების არსებობასთან, ეს შეიძლება იყოს ქირურგიული ჩარევის შედეგად წარმოშობილი შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც როგორც წესი სექსის დროს ტკივილს არ იწვევს, მაგრამ არის გამონაკლისებიც და ასეთ დროს აუცილებელია ქალმა კონსულტაცია ან საჭიროებისას მკურნალობის კურსი გაიაროს პროფილის ექიმთან.
ტკივილი როცა მამაკაცის სასქესო ორგანო ღრმადაა შესული ქალის საშოში, შეგრძნება თითქოს მამაკაცის ასო ებჯინება რაღაცას-მამაკაცის ასოს დიდი ზომა ან ქალის საშოს მცირე ზომა განაპირობებს აღნიშნულ ჩვენებას და ასეთ დროს მამაკაცი უნდა ეცადოს, შეამციროს საშოში ასოს შეყვანის სიღრმე.
ან შეარჩიეთ ორივესათვის მოსახერხებელი პოზა, როცა მამაკაცის ასო ღრმად ვერ შეაღწევს ქალის საშოში, შესაბამისად ინტიმური კავშირი არ გამოიწვევს ტკივილს.
ტკივილი სექსის დროს და ძალზე მტკივნეული მენსტრუაცია-შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ენდომეტრიოზს.
ესაა დაავადება, როცა საშვილოსნოს უჯრედები ზომაზე მეტადაა გადიდებული. ამ დაავადების მიზეზი ჯერჯერობით არაა სრულად დადგენილი, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მას იწვევს-გაგრძელებული და გაძლიერებული მენსტრუალური სისხლდენა.
ტკივილი სექსის დროს ლოკალიზდება სასქესო ბაგეებს შორის-დიდი ალბათობით საქმე გვაქვს მუწუკთან ან ბაგესთან ამოსულ თმასთან, გამოსავალია ორივეს მოშორება.
თუ სექსის დროს ხშირად გაწუხებთ ტკივილი, საუკეთესო გამოსავალია მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ შესაბამისი გამოკვლევები.
+16

0
225
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
225