x
image
მაია 24
როგორ გავიგოთ ტელეპატიის მეშვეობით, თუ სად იმყოფება და რას აკეთებს ადამიანი - არაფერი ზებუნებრივი, მხოლოდ ფიზიკა
image


ტელეპატიაზე ყველას გვსმენია. ეს პარაფსიქოლოგიური ფენომენია, რომელიც აზრებს მოიაზრებს ვიბრაციად, რომელსაც აქვს გადაადგილების უნარი. მისი სხვადასხვა დონე არსებობს.


ყველაზე მდაბალ გამოვლინებაში ტელეპატია ემპატიური ხასიათისაა. ახლობელ ადამიანებს შორის ჩნდება და ხშირად ერევათ ინტუიციაში, წინათგრძნობაში და ა.შ. ეს სენსორული ტელეპატიაა, შეგრძნების დონეზე არსებული განცდა. აი, მაგალითად, დედას "ცუდს უგრძნობს გული", რა ხდება არ იცის, მაგრამ მისი "წინათგრძნობა" მართლდება და ბავშვს ამ დროს რაღაც უჭირს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ საფრთხის, შიშის, უბედურების ჟამს ადამიანი ინსტინქტურად გზავნის ტელეპატიურ შეტყობინებს, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანის მისამართით და ასე იჭრება მათ ინფორმაციულ ველში.


მეორეა აზრობრივი ტელეპატია, ექსტრასენსორიკის ამ დონეზე ტელეპატი მეორე ადამიანის აზრებს, გრძნობებს უკვე კონკრეტულ ფორმაში აღიქვამს, გამოსახულებების და ბგერების სახითაც. ეს აზრების წაკითხვის დონეა. ტელეპატიის მაღალი დონე.



ტელეპატიის დახმარებით ჩვენ ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ სად არის და რას აკეთებს კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ მომენტში. ტელეპატებს კრიმინალისტიკაშიც ხშირად იყენებენ ხოლმე.


image


იმ ძველ დროში, როცა მობილური ტელეფონები არ არსებობდა იყო ერთი დედა, რომელიც როცა შვილს ვერ უკავშირდებოდა, ჯდებოდა სავარძელში, თვალებს ხუჭავდა და ცდილობდა შვილისთვის ტელეპატიური შეტყობინება გაეგზავნა - ვნერვიულობ, დაბრუნდი. შვილიც "იღებდა მესიჯს" და ბრუნდებოდა. ამბობდა, რომ გულმა უგრძნო, რომ დედას რაღაც უჭირდა. ასეთი რამ ყველას გვიფიქრია - ნეტავ, ვიცოდე, სად არის და რას აკეთებს, რას ფიქრობს, რა უდევს თავში…


არადა ტელეპატია რამე ნიჭი, ზებუნებრივი უნარი არ არის, კონკრეტული ტექნიკებია, ვარჯიშებია საჭირო, რომ ეს უნარი გამოიმუშავო. ჩვენ მოგვდის ეს ინფორმაცია, უბრალოდ ხშირად არ ვუღრმავდებით და ვერ ვაცნობიერებთ, რა ხდება. მესიჯები მოდის, უბრალოდ არ ვხსნით.


image


იმისთვის, რომ ადამიანთან ტელეპატიური კავშირი დავამყაროთ და განვსაზღვროთ, თუ სად არის და რას აკეთებს ეს კონკრეტული ადამიანი, თავდაპირველად ამ ადამიანის ვიბრაციას უნდა გავეცნოთ, მის ენერგეტიკას. ეს, რა თქმა უნდა დროს და შესაძლოა ხანგრძლივ პრაქტიკას მითხოვდეს, დამოკიდებულია ადამიანის განვითარების დონეზე, თუმცა შესაძლებელი აუცილებლად.


შეგიძლიათ ერთი ან რამდენიმე ადამიანი აირჩიოთ თქვენი გარემოცვიდან და როცა მასთან იქნებით, ეცადეთ ამ ადამიანის ენერგეტიკულ დონეზე აღქმას. რას გრძნობთ მის კომპანიაში. მისი ყოფნა იგრძენით. ეს ადამიანი იგრძენით, იგრძენით ის შეგრძნება, რომელიც მისი ყოფნის დროს გეუფლებათ, შეგრძნება, რომელიც მისგან მოდის. ეს მისი ვიბრაციაა.


ჩვენ ყველანი ვგრძნობთ სხვა ადამიანების ვიბრაციას, ზოგიერთის გვერდით კარგად ვართ, ზოგიერთის გვერდით ცუდად, ყველა ადამიანთან სხვადასხვა შეგრძნება გვეუფლება. ეს ამ ადამიანების ენერგეტიკაა, უბრალოდ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, სხვა რამეებში ვურევთ და გამოყოფას ვერ ვახერხებთ.


ეცადეთ ეს ვიბრაცია დაიმახსოვროთ და შემდეგ, როცა მარტოდ დარჩებით, გაიხსენოთ. შეგრძნების დონეზე გაიხსენოთ და არა აზრობრივ დონეზე. წარმოიდგინეთ, თითქოს ის აქ არის, გაიხსენეთ მისი სუნი, მიმიკები, ხმა, სახე, თვალები, მანერები, სიცილი…. დიდხანს კონცენტრირდით, რომ ამ შეგრძნებაში ღრმად შეხვიდეთ. ამ დროს მის ვიბრაციაზე ეწყობით.


image


ნელ-ნელა უფრო ცხადად და ცხადად იგრძნობთ მის არსებობას. ამას მუდმივი პრაქტიკა სჭირდება, ივარჯიშეთ. თუ რეგულარულად გააკეთებთ, დროთა განმავლობაში ტალღების დაჭერას ისწავლით. იქამდე ივარჯიშეთ, სანამ ძალიან ცხადად არ იგრძნობთ მის ყოფნას. ამ ტალღაზე მომართული, მისი ფიქრების შეცვლასაც კი მოახერხებთ. ამ გზით ხდება აურის წმენდა, ენერგეტიკული წმენდა. გურუები, იოგები, სულიერად მაღალგანვითარებული ტიპები ზუსტად ასე ახერხებდნენ ავადმყოფების განკურნებას, სხვისი პრობლემების მოგვარებას…


ახლა, როცა ადამიანის ტალღების "დაჭერას" ახერხებთ, დაახლოებით ისე, როგორც რადიმომღებით იჭერთ რაღაც ტალღას, ეცადეთ ამ ტალღაზე ფოკუსირებას. თუ ვერ კონცენტრირდებით, ერთი ტალღიდან მეორე ტალღაზე გადართვების მსგავსად "შხრიალს" მიიღებთ. ფოკუსირება 10-15 წუთის განმავლობაში უნდა მოახერხოთ. ეცადეთ ყურადღება არ გაგეფანტოთ, სხვა რამეზე არ გადაერთოთ.


ოღონდაც კი ნუ იფიქრებთ, უბრალოდ იგრძენით. მუსიკას ხომ არ "ფიქრობენ", სუნებს ხომ არ "ფიქრობენ"… მათ უბრალოდ გრძნობენ. დაივიწყეთ ყოველგვარი ანალიზი, დაივიწყეთ ლოგიკა, ფანტაზიაც კი გამორთეთ. უბრალოდ შედით ამ ვიბრო-ინფორმაციულ არხში და რაც შეიძლება ღრმად. ამას იოგაში დჰარანა, ანუ ცნობიერის კონცენტრაცია ეწოდება. დჰარანა სწორედ ასე "ინტუიციურ" წვდომას გულისხმობს. ყველაფერი ძალიან "მიწვდომადი" ხდება ამ პრაქტიკის მეშვეობით. დიდი თუ პატარა, შორეული თუ ახლობელი, სულიერი თუ უსულო.


როცა ფოკუსირდებით და ღრმად შეხვალთ ამ შეგრძნებაში, თქვენ შეხვალთ ამ ადამიანის საინფორმაციო ველში და დროთა განმავლობაში სპონტანურად და სრულიად მოულოდნელად ნელ-ნელა დაიწყებთ შემჩნევას, რომ მოგდით ინფორმაცია, სად არის, ვისთან ერთად, რას აკეთებს, რა უჭირს, რა ულხინს… ყველაფერი გენიალურად მარტივია.

წარმატებული პრაქტიკა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა!


ასევე დაგაინტერესებთ:


"სამყარო არ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებლად..." - აინშტაინისა და თაგორის გენიალური დიალოგი


თვალები სულის სარკმელია - მეცნიერების გენიალური აღმოჩენა


"სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1000 წელი გახდება" - კემბრიჯის უნივერსიტეტის გენეტიკოსები უნიკალურ პროექტზე მუშაობენ

ტყუილები, რომლებისაც დღემდე გვჯერა და მათ გამო ვიტანჯებით


როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან


შეყვარებისთვის საჭიროა ზუსტად 4 წუთი, ჩახუტება კი ტკივილს აყუჩებს - მეცნიერთა 20 სკანდალური დასკვნა სიყვარულზე


9 ნიშანი იმისა, რომ ჰორმონალური დისბალანსი გაქვთ და სახლში დასამზადებელი წამალი სამკურნალოდ



სხვა საინტერესო სტატიები ნახეთ არხზე: მაია 24



სტატიის მომზადებისას, სპეციალური ნებართვით, გამოყენებულია MENTAL.GE-ს მასალები

0
703
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
703
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0