x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზღაპრული ადგილი იტალიაში, რომლის მონახულებას ყველას ვურჩევდი, ვისაც იტალიაში მოგზაურობის საშუალება აქვს


image თუ იტალიაში მოხვდით ვერონაში გირჩევთ ინახულოთ ზღაპრულ ადგილზე, მონტე-ბალდოს კლდეზე აშენებული, არამიწიერი სილამაზის ტაძარი, რომელიც ვერონადან 45 კილომეტრითაა დაშორებული. ტაძარი ადიჯეს ველიდან 775 მეტრ სიმაღლეზეა.
ტაძარი კორონას ღვთისმშობლის სახელს ატარებს (Santuario Madonna della Corona).
თუ თქვენ ინახულებთ გარდას ტბას გირჩევთ ინახულოთ ტბის შემოგარენი და მოგზაურობა განაგრძოთ "კორონას ღვთისმშობლის" ტაძრისაკენ. ტაძარი "Madonna della Corona" 40 წუთის სავალზეა გარდას ტბიდან. ეს ადგილი ერთერთი ყველაზე დაუჯერებელი სილამაზისაა, ტაძრის არქიტექტურა და გარემო თვით ყველაზე აქტიურ მოგზაურსაც კი აღტაცებას მოჰგვრის. "კორონას ღვთისმშობლის" ტაძარი თითქოს ცასა და მიწას შორისაა დაკიდული.
ეს შეგრძნება განსაკუთრებით მაშინ გეუფლებათ როცა დაბლა ხეობაში ნისლი წვება და თქვენ ტაძრის გალავანთან იმყოფებით.
შუასაუკუნეების ხელნაწერები მოწმობს, რომ მეთერტმეტე საუკუნიდან ბალდოს მთებში ცხოვრობდნენ განდეგილები, რომლებიც ემორჩილებოდნენ სან-დზენოს სააბატოს.
მეცამეტე საუკუნეში ამ ადგილას უკვე იყო აშენებული სამრეკლო, რომელიც ღვთისმშობლის სახელზე ააშენეს. სამრეკლოსთან მისასვლელად საჭირო იყო ძალიან საშიში საცალფეხო ბილიკის გავლა ციცაბო კლდეზე.
ეკლესიის დაარსების წლად კი დაფიქსირებულია 1522 წელი, თუმცა ეს თარიღი იტალიელი მკვლევარების დავის საგნადაა ქცეული.
ბევრი იტალიელი მეცნიერი თვლის, რომ ტაძარი ბევრად ადრეა დაარსებული.
ტაძარმა ბევრჯერ განიცადა ცვლილებები, სულ ბოლოს გასული საუკუნის 70-იან წლებში არქიტექტორ გვიდო ტისატოს პროექტის მიხედვით ტაძრის ეზოში გარკვეული არქიტექტურა მოხსნეს, თუმცა ტაძრის პირვანდელ იერს არ შეხებიან.
შეგიძლიათ თავადვე იხილოთ ამ მართლაც, რომ ზღაპრული ტაძრის სილამაზე.
imageimageimageimage







0
150
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
150