x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა
გერმანიაში, “ მენინგენის " ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა.

image

37 წლის ვაჟა ბურჯანაძის და მასთან ერთად გაქცეული თურქეთის მოქალაქის სამძებრო ღონისძიება ბავარიაში გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა.

ცნობილია, რომ მათ ე. წ. გასეირნების დროს შეძლეს ციხის კედელზე გადამძვრალიყვნენ და სადგურის მიმართულებით მიმალულიყვნენ. ასევე ცნობილია, რომ პატიმრები ქურდობის გამო იხდიდნენ სასჯელს. სამძებრო ოპერაციაში ჩართული იყო ავიაცია.

გაქცეულები რამდენიმე საათის წინ ერთ ერთ ქუჩაზე დააფიქსირეს. სამართალდამცავები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ თუ პატიმრებს სადმე აღმოაჩენდენ პოლიციისთვის ეცნობებინათ.


ძიების შემდეგ ფეხით გადაადგილებისას აიყვანეს. გამოირკვა, რომ ბურჯანაძის ოჯახი გარდაბნის რაიონში ცხოვრობს. მისმა ოჯახმა ეს ამბავი მედიიდან გაიგეს. მათ იცოდნენ, რომ ვაჟა ბურჯანაძე 25 დღეში უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში და ეს ინფორმაცია მათთვის მოულოდნელი იყო.

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0